საფონდო ბირჟა და აქციებით ვაჭრობა ზოგიერთი ადამიანისთვის რთულად გასაგები ან მოსაწყენი საკითხია. თუმცა, სინამდვილეში, ეს სფერო მოულოდნელობებით, საინტერესო სიახლეებითა და დიდი ისტორიით გამოირჩევა და ნებისმიერი ადამიანისთვის შეიძლება მიმზიდველი იყოს. ამ სტატიაში ჩვენ მოგითხრობთ ხუთ საინტერესო ფაქტზე, რომელიც აქციებით ვაჭრობას, ინვესტირებას და ზოგადად, საფონდო ბირჟას უკავშირდება.

1. უძველესი საფონდო ბირჟა 400 წლისაა

ამსტერდამის საფონდო ბირჟა

ამსტერდამის საფონდო ბირჟა

ფოტო: medium.com/Irina Damascan

ბევრი თვლის, რომ საფონდო ბირჟა და აქციებით ვაჭრობა თანამედროვე სამყაროს ნაწილია. თუმცა, აქციებით ვაჭრობა პირველად ნიდერლანდებში, 1602 წელს განხორციელდა. Dutch East India Co.-მ გაყიდა საკუთარი აქციები, რათა დაეფინანსებინა ექსპედიციები ინდოეთში. დღევანდელი ღირებულებით, მაშინდელი ვაჭრობა 1 ტრილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი იყო. ამ პრეცედენტმა შექმნა პირველი საფონდო ბირჟა — ამსტერდამის საფონდო ბირჟა, რომელიც დღეს Euronext-ის სახელითაა ცნობილი.

2. Apple-ს მესამე მფლობელიც ჰყავდა

ცოტამ თუ იცის, რომ როდესაც კომპანია Apple დააარსდა, სტივ ჯობსსა და სტივ ვოზნიაკთან ერთად, მას მესამე მფლობელიც ჰყავდა. ეს მეწილე რონალდ ვეინი იყო. მან საკუთარი წილი, რომელიც 10%-ს უტოლდებოდა, 1976 წელს 800$-ად გაყიდა. Apple-ის 10%, დღევანდელი ღირებულებით, 35 მილიარდი აშშ დოლარი იქნებოდა.

3. შეცდომა, რომელიც 3 მილიარდ დოლარი ღირდა

2005 წელს გამოცდილმა თრეიდერმა, რომელიც იაპონიის ბანკში მუშაობდა, გადაწყვიტა ცნობილი კომპანიის, J-Com (Jupiter Telecommunications Co., Ltd.) ერთი აქცია 640 000 იაპონურ იენად გაეყიდა. თუმცა, ყველაფერი აერია და პირიქით, 640 000 ცალი აქცია 1 იენად გაყიდა. ეს იგივე იყო, რაც 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქციის 5000$-ად გაყიდვა.

4. Bull & Bear ტრენდის სახელების ისტორია

Bull and Bear market

Bull and Bear market

ფოტო: time.com/Jackie Lam

საფონდო ბირჟაზე აქციების მოძრაობის ტრენდებს საკუთარი, ნახევრად ოფიციალური სახელები აქვთ — Bull (ხარი) და Bear (დათვი). Bull მარკეტი აღწერს ფასების აღმავალ ტრენდს, ხოლო Bear — დაღმავალს. სახელები მომდინარეობს კალიფორნიაში მცხოვრები ესპანელი რაინდების მიერ მოწყობილი დათვებისა და ხარების ორთაბრძოლებიდან. ამ ბრძოლებში ხარები ტანით ზევით იწევდნენ, ხოლო დათვები პირიქითი, ქვემოთ იხრებოდნენ.

5. NYSE-ში მკაცრი ტრადიციებია

ნიუ იორკის საფონდო ბირჟა მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული დაწესებულება. სავაჭრო სივრცე ხომ ისედაც ყველასთვის არაა ღია, შიგნით შესვლა მხოლოდ წევრებს შეუძლიათ, თუმცა, თუ წევრი ხარ, მაგრამ შესაბამისად არ გაცვია (პიჯაკი, ჰალსტუხი და ა.შ) მაინც არ შეგიშვებენ, რადგან ასე წესებს დაარღვევ.

აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.