ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდია საუკეთესო რამ იყო, რაც კი შეიძლებოდა გადამხდენოდა — ანანო გაბუნიას ბლოგი
მე ანანო ვარ, ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიის წლევანდელი გამარჯვებული, რომელიც, აგერ, მეოთხე წელია კრეატიულ სფეროშია თავით გადაშვებული და სულ ცოტა ხანში ცურვას Miami Ad School-ში, ქოფირაითინგის მიმართულებით განაგრძობს.
***
ერთ მშვენიერ დღეს მეგობრებთან ერთად ჩემს საყვარელ კაფეში ვიჯექი და ერთმანეთს ძალიან ჩვეულებრივ, ძალიან ჩვენს ამბებს ვუცვლიდით. მალევე, ამ ჩვეულებრივობაში უცნაური შარიშური შევამჩნიე. აი, ერთ-ერთმა უცებ ვიდეოს გადაღება რომ დაიწყო, მანდ მივხვდი, რომ რაღაც არაჩვეულებრივი ხდებოდა, თუმცა ჯერ ის ვერ დამედგინა, ვის თავს. მალევე ფერად-ფერადი ბუშტები გამოჩნდა და მოლოცვების კორიანტელიც დამატყდა თავს... შარიშურიც ასეთი უნდა!
ამის მერე ბევრი არაფერი მახსოვს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ სახლში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით და გადაბადრული ღიმილით დავბრუნდი.
***
ნიკას ტრაგიკული ამბავი ძალიან კარგად მახსოვს. მაშინ კრეატიულ სამყაროში ჯერ ფეხიც არ მქონდა ადგმული, სულ რამდენიმე კვირის მისული თუ ვიყავი. ახალი ამბავი ბასრი სიჩქარით გავრცელდა და ყველას მოგვხვდა, არავისთვის აუვლია გვერდი.
ის ემოცია, რომელიც მაშინ ერთად განვიცადეთ ნაცრისფრად არ დალექილა და დღეს, საქართველოს ბანკის მეშვეობით, უზარმაზარ შესაძლებლობად იქცა. შესაძლებლობად, რომელიც ჩემნაირ ძალიან ჩვეულებრივ გოგოებს არაჩვეულებრივი გამოცდილებისკენ უხსნის გზას.
კრეატიული სფერო განსაკუთრებით დინამიური, ცვალებადი და ცოცხალი სამყაროა. აქ წამითაც არ უნდა გაჩერდე, ყოველთვის უნდა სწავლობდე, სიახლეებს ეძებდე და შეცდომების არ გეშინოდეს. აქ დრო საათებით კი არა, იდეებთ იზომება. დღეს რასაც ფიქრობ, შეიძლება, გუშინ უკვე გააკეთა სხვამ ან ხვალ იწყებდეს კეთებას.
Miami Ad School Europe კი ზუსტად ის ადგილია, სადაც თავს კრეატიული დუღილის ეპიცენტრში გრძნობ. იცნობ ადამიანებს, რომლებსაც აბსოლუტური სიგიჟეები უკეთებიათ და შენც, მათ გვერდით, მეტის და მეტის კეთება გინდება (ამ ამბებს ჯერჯერობით ნაცნობ ჩიტებს ვესესხები მანამ ცხელი წერტილიდან თავად ჩაგერეთვებოდეთ).
ძალიან იშვიათი, თუმცა საუკეთესო რამაა, როცა ზუსტად იცი რა გინდა — იპოვე საქმე, რომლის კეთებაც გაგრძნობინებს, რომ ცხოვრების არცერთ წამს მუშაობაში არ გაატარებ. გინდა მთლიანად გადაეშვა შენს სფეროში, რაც შეიძლება მეტი ისწავლო, მეტად გაიზარდო — ვერაფერი შეგაჩერებს! მაგრამ ცხოვრება ხომ საინტერესო უნდა იყოს და შენც, დრამატურგიის წესების თანახმად, უზარმაზარ წინაღობებს ეჩეხები, რომელთაც ერთი სული აქვთ თვალებში ანთებული ნაპერწკლები ჩაგიქრონ.
ამიტომაა ფასდაუდებელი ის ძალისხმევა, რომელსაც საქართველოს ბანკი დღეს განათლების სფეროს მხარდაჭერაში დებს — უფრო და უფრო მეტი თვალანთებული პროფესიონალი რომ გვყავდეს და თითოეულის ამბის სცენარიც ახდენილი ოცნებების ფაბულას წაუყვეს.
პირადად ჩემთვის, ნიკას სტიპენდია საუკეთესო რამ იყო, რაც კი შეიძლებოდა თავს გადამხდენოდა და დარწმუნებული ვარ, ბანკთან ერთად, კიდევ ძალიან ბევრი ჩემნაირი შეძლებს საოცნებო განათლების მიღებას და დასახული მიზნებისკენ სვლას.
ინფორმაციისთვის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული ანანო გაბუნია ბერლინში, Copywriting-ის 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლის.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, 2019 წელს დაარსდა. Miami Ad School Europe-ი ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა და ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. MASE-ის პორტფოლიო პროგრამა 3 ძალიან საინტერესო მიმართულებას - Art Direction-ს, Copywriting-ს და Creative Technology-ის აერთიანებს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები