დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ეს 31-დან 8 აგვისტოს ჩათვლით აღწერილი მონაცემია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდები მოიხსნა, გაჩნდა განცდა, რომ პანდემია დასრულდა და ვირუსი აღარ ვრცელდება, თუმცა ასე არ არის.

  • საკოორდინაციო საბჭო და NCDC ინფიცირების მაჩვენებლებს ყოველდღიურად აღარ აახლებენ და მხოლოდ კვირაში ერთხელ ავრცელებენ ინფორმაციას.
  • ამავროულად შემცირებულია საინფორმაიო კამპანია ვაქცინაზე, შესაბამისად, ვაქცინაციის და ბუსტერ დოზის გაკეთების მაჩვენებელი.

დეტალები: NCDC-ის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში გარდაიცვალა 8 ადამიანი და გამოჯანმრთელდა — 11 199.

  • სულ ჩატარდა 67 482 ტესტი;
  • ბოლო 7-დღის დადებითობის მაჩვენებელია 16.82%.
  • ბოლო 14 დღის — 16.14%
  • მათივე თქმით, ლეტალობა 1% არის, გამოჯანმრთელება კი — 99%.