ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მისი სახლი "FBI-ის აგენტების მიერაა ოკუპირებული".

რატომ არის მნიშვნელოვანი: BBC-ის ინფორმაციით, ჩხრეკა ტრამპის ოფიციალურ დოკუმენტებზე მიმდინარე გამოძიებასთან არის დაკავშირებული.

  • ტრამპის ადვოკატის თქმით, ჩხრეკის დროს რამდენიმე ოკუმენტია ამოღებული.
  • FBI-ის და იუსტიციის დეპარტამენტი კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

დეტალები: ტრამპის განცხადებით, ყველა შესაბამის უწყებასთან თანაშრომლომდა, ამიტომ სახლის "დარბევა" მიზანშეწონილი არ იყო.

  • მისივე თქმით, ასეთი თავდასხმა მხოლოდ მესამე სამყაროს ქვეყნებში შეიძლებოდა მომხდარიყო.
  • "ეს ბნელი დროა ჩვენი ერისთვის".
  • "სამწუხაროდ, ამერიკა გახდა ერთ-ერთი იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ისეთ დონეზეა კორუმპირებული, რაც აქამდე არ გვინახავას".
  • CBS News-ის ცნობით, ჩხრეკის დროს ტრამპი აშშ-ში, ტრამპ თაუერში იმყოფებოდა.

არქივიდან: აშშ-ის პრეზიდენტი ვალდებულია საპრეზიდენტო ჩანაწერების ყველა დოკუმენტი ეროვნულ არქივს გადასცეს, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ტრამპმა მრავალი დოკუმენტი უკანონოდ წაშალა.

  • თებერვალში ეროვნულმა არქივმა იუსტიციის დეპარტამენტს ოფიციალური დოკუმენტების შესახებ გამოძიების დაწყება სთხოვა.
  • ეროვნული არქივის ინფორმაციით, ამ წლის დასაწყიში ფლორიდის სახლიდან 15 ყუთი ამოიღეს, რომელთა ნაწილშიც საიდუმლო ჩანაწერები ინახებოდა.