ბაღის გაშენება და მოვლა ზოგისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, ზოგისთვის კი – დამღლელი პროცესი. თუმცა, ადამიანთა რომელ კატეგორიასაც არ უნდა მივეკუთვნებოდეთ, მოწესრიგებულ და ლამაზ ბაღში ჯდომა, სეირნობა თუ მისი უბრალოდ ყურება ყველას ერთნაირად გვიყვარს.

როგორ გავიმარტივოთ ბაღის მოვლის პროცესი და როგორ ვაქციოთ მცენარეებთან ურთიერთობა საუკეთესო გამოცდილებად? – ამისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორად შერჩეული და ხარისხიანი ხელსაწყოებია, რომელთა მომარაგებას სახლიდან გაუსვლელად INGCO-სა და "ნოვას" ონლაინმაღაზიებში შეძლებთ.

ხელსაწყოები ბალახის გასათიბად

თუ ქალაქში ცხოვრობთ და აგარაკზე იშვიათად ახერხებთ ჩასვლას, გაზრდილი ბალახისა და ეზოში მოდებული სარეველების პრობლემა თქვენთვის კარგად ნაცნობი იქნება. ბალახის გათიბვა კი, თანამედროვე დამხმარე ხელსაწყოების გარეშე, ძალიან დამღლელი პროცესია. საბედნიეროდ, დღეს ბალახის საკრეჭი აპარატების ძალიან დიდი არჩევანია. თუმცა, ისინი სწორად უნდა შევარჩიოთ – უნდა გავითვალისწინოთ ეზოს ფართობიც და ბალახის სიგრძე და სიხშირეც.

INGCO მომხმარებლებს სთავაზობს, როგორც უკნიდან სამართავ ანუ მისაწოლ სათიბ მანქანებს, ისე ხელში დასაჭერ ბალახის საკრეჭ აპარატებს. იმ შემთხვევაში, თუ ბალახს მცირე ფართობის ეზოში თიბავთ, თავისუფლად შეგიძლიათ არჩევანი ელექტროენერგიაზე მომუშავე მოწყობილობაზე გააკეთოთ. დიდი ფართობის ეზოში კი უფრო მეტად ბენზინზე მომუშავე აპარატი გამოგადგეთ, რადგან მას, ელექტრო ხელსაწყოებისგან განსხვავებით, არ სჭირდება დენის წყარო და მოქმედების არეალი შეზღუდული არ აქვს. სათიბი ინსტრუმენტების სიმძლავრის შერჩევისას კი აუცილებლად გაითვალისწინეთ მწვანე საფარის მდგომარეობა.

ინსტრუმენტები მცენარის გასხვლა-ფორმირებისთვის

გარკვეული პერიოდულობით ბაღში დარგულ ბუჩქებს, ხეებსა თუ სხვა მცენარეებს გასხვლა ანუ დაზიანებული ნაწილების მოშორება სჭირდებათ, რათა არა მხოლოდ კარგად გამოიყურებოდნენ, არამედ ახალი სასიცოცხლო ძალები შეიძინონ და გაიხარონ. მცენარეების გასხვლა-ფორმირებაში – მათთვის ზედმეტი ფოთლებისა და ტოტების მოშორებაში INGCO-ს საკრეჭი ხელსაწყოები და მაკრატლები დაგეხმარებათ. აქვე ნახავთ ნაჯახებს და ხელის, ელექტრო თუ ბენზო ხერხების მრავალფეროვან არჩევანს იმ შემთხვევისთვის, თუ ხის ტოტების პატარა ნაჭრებად დაჭრა და დახარისხება დაგჭირდებათ.

ბაღის სარწყავი საშუალებები

ბაღის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცედურა მცენარეების მორწყვაა, რათა წყლის უკმარისობით არ დაზიანდეს და დაავადდეს მწვანე საფარი. მორწყვის პროცესის გასამარტივებლად INGCO-ს მარტივად მანევრირებადი და მოსახერხებელი სარწყავი თოფებისა და მისთვის საჭირო სხვა აქსესუარების შეძენას გირჩევთ.

ბაღისთვის საჭირო სხვა ხელსაწყოები

ზემოთ ბაღისთვის საჭირო იმ ხელსაწყოების მხოლოდ ნაწილი გამოვყავით, რომლებსაც INGCO ქმნის და მომხმარებლებს სთავაზობს. თუმცა, ონლაინმაღაზიის ჩამონათვალში იპოვით ბაღის მოვლისთვის საჭირო ისეთ ინსტრუმენტებსაც, როგორებიცაა ბარი, ნიჩაბი, ფოცხი თუ სხვა პროდუქტები.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ შეძენამდე, მათ ფიზიკურ სივრცეში დათვალიერებასაც მოისურვებთ, შეგიძლიათ ეწვიოთ „ნოვას“ შოურუმებს, რომლებიც საქართველოს უკვე 6 ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავსა და მარნეულშია. მათში, ისევე, როგორც "ნოვასა" და INGCO-ს ონლაინმაღაზიებში, ბრენდის სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი.