უკრაინის პრეზიდენტის განცხადებთ, 2008 წლის აგვისტოს ომი ჯერ კიდევ არაა ისტორია და იმდროინდელი გამოწვევები დღესაც ძალიან აქტუალურია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის სამხედროები, რომლებსაც სამშვიდობოს სტატუსი არ ჰქონდათ, საქართველოში შემოვიდნენ და ომი დაიწყეს.

  • რუსეთი თავს დაესხა უკრაინას 2014 და 2022 წლებში. ქვეყანა ახლაც საომარ ვითარებაშია.

ზელენსკის განცხადებით, ამ დროისთვის ცხინვალის რეგიონში კონფლიქტი გაყინულია, თუმცა რუსეთის აგრესიის საფრთხე ისევ არსებობს.

  • საუბრობს, რომ მხოლოდ ახლა დაიწყო მსოფლიომ რეალობის გაცნობიერება და დაინახა ეფექტური ინსტრუმენტების საჭიროება ასეთი აგრესიების აღსაკვეთად.
  • ნამ თქვა ისიც, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის 2008 წელს NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე უარის თქმამ რუსეთის ხელისუფლების თავხედობა გაზარდა
  • "2008, 2014, 2022 — ამ წლებში დაწყებულ ომებს განსხვავებული მასშტაბები და ხასიათი აქვს, მაგრამ მომხდარს ერთი აზრი: რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების მექანიზმები არ მუშაობდა".

აგვისტოს ომის კონტექსტში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში აუცილებელია პრევენციის პრინციპი. ამბობს, რომ აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ იმოქმედოს ომის თავიდან აცილებისთვის.

  • "თუ უკვე ცხადია, რომ სახელმწიფო ამზადებს აგრესიას — უსამართლო, არაპროვოცირებული, უკანონო, მაშინ მსოფლიო რეაქცია მის მომზადებაზე იგივე უნდა იყოს, რაც მომხდარ აგრესიაზე".
  • აცხადებს, რომ უკრაინამ უნდა დააბრუნოს ყველაფერი, რაც რუსეთმა დროებით წაართვა, აგრესორი სახელმწიფო კი უნდა დაისაჯოს დანაშაულისთვის.
  • "მხოლოდ აგრესორის აშკარა დამარცხება, ყველაფრის დაკარგვა და აგრესიაზე საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის გარანტია ნებისმიერი ომისგან".