"ძალიან კარგად იცის საქართველოს ისტორია" — ბრეგაძის აზრით, ღარიბაშვილი ყველაზე წარმატებული თავდაცვის მინისტრი იყო
იუსტიციის მინისტრის აზრით, ბრალდება, თითქოსდა ღარიბაშვილმა რამე განცხადება შეგნებულად გააკეთა, "ან ასე შემდეგ", არის ყოვლად დაუშვებელი.
რატომ არის მნიშვნელოვანი: იმის გარდა, რომ ღარიბაშვილმა აგვისტოს ომის მე-14 წლისთავზე განცხადება არა 7, არამედ 8 აგვისტოს გამოაქვეყნა, პოსტში მან აფხაზეთის ოკუპაციის პერიოდი შეამცირა.
- "14 წელია ჩვენი ქვეყნის გული — სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული", — წერდა ის.
- მართალია, "დამოუკიდებლებად" რუსეთმა ეს რეგიონები აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა, თუმცა აფხაზეთზე კონტროლი საქართველოს ხელისუფლებამ 1990-იან წლებში, ომის შემდეგ დაკარგა.
- დღეს ჟურნალისტებმა პრემიერთან ამის დაზუსტება სცადეს, თუმცა ღარიბაშვილმა მათი ინტერესი პროვოკაციად შეაფასა.
ბრეგაძე ამბობს, რომ ამჟამინდელ პრემიერმინისტრსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის და კონკრეტულად თავდაცვის ძალებისთვის.
- "ის ყველაზე წარმატებული თავდაცვის მინისტრი იყო. დამერწმუნეთ, მან ძალიან კარგად იცის საქართველოს ისტორია".
- კითხვაზე, იყო თუ არა ღარიბაშვილის პოსტი ტექნიკური შეცდომა, ბრეგაძემ არ უპასუხა.
პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ თანაგუნდელებმა, როგორც სჩვევიათ, მისი დაცვა დაიწყეს.
- მაგალითად დეპუტატმა მათიკაშვილმა ღარიბაშვილის მსგავსად, არ ახსენა ის, რომ სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთს სწორედ რუსეთი მართული სეპარატისტული ჯგუფები აკონტროლებდნენ.
- ნაცვლად ამისა, დაწერა, რომ 2008 წლამდე რუსული ჯარი ამ რეგიონში სამშვიდობო სტატუსით იდგა.
- ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი კი ამბობს, რომ პრემიერმა "ყველაფერი მშვენივრად იცის".
კონტექსტი: 1990-იან წლებში მიმდინარე კონფლიქტების შემდეგ, რუსეთმა ისარგებლა სიტუაციით და საქართველო რეგიონებში "მშვიდობისმყოფელების" შეყვანაზე დაითანხმა. ისტორიკოსების შეფასებით, მაშინ ქვეყანა დიპლომატიურად იზოლირებული იყო და ამიტომაც რუსეთმა შეძლო მისი იძულება.
- აფხაზეთში მთელი სამშვიდობო კონტინგენტი რუსი სამხედროები იყვნენ. ცხინვალის რეგიონში კი განსხვავებული ფორმატი იყო, რომელიც 3 ბატალიონისგან შედგებოდა.
- სხვადასხვა ჩანაწერი მოწმობს, რომ აგვისტოს ომის დროს ცეცხლი ე.წ. მშვიდობისმყოფელების სტატუსით მყოფმა რუსმა ჯარისკაცებმაც გახსნეს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები