პეგი მეუბნება ხოლმე, რომ ტვიტერიდან გამოვიდე — როგორ ებრძვის დღემეხვალიეობას მარგარეტ ეტვუდი
მხევლის წიგნი თუ მაშინ წაიკითხეთ, როცა წესით სხვა საქმე უნდა გეკეთებინათ, მერე კი ამის გამო სინდისის ქენჯნაც იგრძენით, გაგამხნევებთ და გეტყვით, რომ მსგავსი პრობლემა აწუხებს ამ წიგნის ავტორსაც. ლეგენდარულ კანადელ მწერალს, მარგარეტ ეტვუდს, არასდროს დაუმალავს, რომ დღემეხვალიეობა, იგივე პროკრასტინაცია სჩვევია. მეტიც, მან ისიც გაგვიმხილა, რომ მხევლის წიგნზე მუშაობისას საქმეს სამომავლოდ წლების განმავლობაში დებდა.
"სამი წელი ვდღემეხვალიობდი, სანამ მხევლის წიგნს დავიწყებდი", — იხსენებს ეტვუდი, — "სხვა, შედარებით უფრო ჩვეულებრივი რომანის დაწერაც ვცადე, რადგან მეგონა, რომ ეს [წიგნი] არანორმალურობა იყო".
მწერალი საკუთარ თავს მსოფლიო დონის დღემეხვალიედ მიიჩნევს და ჰყვება, რომ მისი დღის რეჟიმი შედგება სტრესისა და საქმისთვის გვერდის ავლისგან, სანამ შფოთვა ისე არ გაუმძაფრდება, რომ ნაშუადღევს წერას დაიწყებს. თუმცა, მარგარეტი მარტო არაა. 15-დან 20 პროცენტამდე ჩვენგანი ასევე გამოუსწორებელი დღემეხვალიეა.
თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, ეტვუდს ეფექტური გამოსავალი უპოვია. პრინციპში, რა გასაკვირია, რომ ასეთი წარმოსახვის მქონე მწერალმა დღემეხვალიეობასთან საბრძოლველად მეტად კრეატიულ გზას მიაგნო.
ორი მარგარეტი
პროკრასტინაციასთან გასამკლავებლად ფსიქოლოგები ადამიანებს ურჩევენ, დროის ნაცვლად საკუთარი ემოციების მართვა ისწავლონ და დადებით განწყობაზე ფოკუსირდნენ; ამის მიზეზი ისაა, რომ დღემეხვალიეობის მთავარი მოტივი უარყოფითი განცდებია.
ფსიქოლოგების რეკომენდაცია ეტვუდისთვისაც არ არის უცხო, მაგრამ მწერლის თქმით, მაინც სხვაგვარ მიდგომას ამჯობინებს.
"ბავშვობაში მეორე სახელიც მქონდა და სწორედ ის დავარქვი საკუთარ თავს", — ჰყვება ეტვუდი, — "ასე რომ, ორმაგი პიროვნება შევიქმენი. მარგარეტი წერს, მეორე კი სხვა ყველაფერს ასრულებს".
ეტვუდის ალტერ ეგოს პეგი ჰქვია. იგი რეცხავს, სახლის საქმეებს აკეთებს და მეტიც, მარგარეტს ეუბნება, "წყეული ტვიტერი გამორთოს და მუშაობა დაიწყოს".
როგორც ჩანს, მწერალი მარგარეტი პეგის უჯერებს. ეტვუდის თქმით, სიზარმაცისადმი მისი მიდრეკილების მიუხედავად, საქმის ბოლო ვადისთვის არასდროს გადაუცილებია.
"მინდა" და "უნდა"
მართალია, მარგარეტის საშუალებამ ბევრი შეიძლება დააეჭვოს, მაგრამ ორგანიზაციული ფსიქოლოგიის პროფესორი ადამ გრანტი ამბობს, რომ მწერლის მიდგომას მეცნიერული ახსნა აქვს. გრანტის თქმით, ჩვენში ცხოვრობს "მინდა", რომელიც ემოციებით მართულია, მაგრამ ასევე არის "უნდა", რომელიც სწორი რაღაცების გაკეთებაზეა კონცენტრირებული.
დროთა განმავლობაში "მინდა" ძლიერდება და დომინირებას იწყებს, მაგრამ "უნდას" შეუძლია, მას ჭკუაში აჯობოს, თუკი გეგმას შეიმუშავებთ.
ეტვუდმა პიროვნების ამ ორ განსხვავებულ მხარეს სახელებიც დაარქვა. მსგავსი საშუალება შეგიძლიათ თქვენც სცადოთ, თუკი ეს იმპულსების გააზრებასა და მათ გამიჯვნაში დაგეხმარებათ. მერე კი, თქვენი შინაგანი პეგი შინაგან მარგარეტსაც სძლევს.
"უნდას" საშუალებით გადამალეთ და გამორთეთ ყველაფერი, რაც ყურადღებას გაგიფანტავთ. მისი მეშვეობით შეადგინეთ ყოველდღიური ან ყოველკვირეული გეგმაც და გაწერეთ საქმეები, რომელთა გადადებაც, დიდი ალბათობით, მოგინდებათ. გეგმის დახმარებით შეძლებთ, თვალი გეჭიროთ პროგრესსა და "დედლაინის" მოახლოებაზე. პროფესორი გრანტის თქმით, მწერლები, რომლებმაც საქმე კალენდრის მიხედვით წინასწარ გაწერეს, ოთხჯერ უფრო პროდუქტიულად მუშაობდნენ, ვიდრე ისინი, ვინც შინაგან პეგის ბოლომდე ენდო.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები