ჟურნალ Cancer-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, 50 წელზე დიდი ასაკი და მოწევა არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი, რომელიც დაკავშირებულია ზოგადად კიბოს განვითარებასთან. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მახასიათებლები, როგორიცაა სხეულის მასის ინდექსი (BMI), დიეტა, ვარჯიში და დაავადების გენეტიკური ისტორია მნიშვნელოვანია, მკვლევრები ამბობენ, რომ ასაკი და თამბაქოს მოხმარება მკვეთრად მოქმედებს სიმსივნის განვითარების შანსებზე.

კვლევის ავტორებმა გააანალიზეს მონაცემები, რომლებიც ეხებოდა 429 991 ადამიანს აშშ-ში, რომლებსაც არ ჰქონდათ კიბოს პირადი ისტორია. თითოეულ ინდივიდს ხუთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამით, ისინი ცდილობდნენ დაედგინათ ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია კიბოს განვითარების ორ პროცენტზე მეტ აბსოლუტურ რისკთან და ეს ხუთი წლის განმავლობაში.

"ზოგადად ადამიანებში ხუთი წლის განმავლობაში კიბოს განვითარების რისკი უდრიდა დაახლოებით ორ პროცენტს. რაც შეეხება 50 წელზე უფროსი ასაკის კაცებსა და ქალებში 29 და 25 პროცენტი იყო. ასაკის შემდეგ, ხუთი წლის განმავლობაში კიბოს განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი იყო მოწევის ისტორია", — ამბობენ მკვლევრები.

საერთო ჯამში, კვლევის მონაწილეებს შორის 15 226 კიბოს დიაგნოზი დაისვა. პროსტატისა და ფილტვის კიბო ყველაზე გავრცელებული იყო კაცებში, ხოლო სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს კიბო ხშირი იყო ქალებში. ასაკისა და თამბაქოს შემდეგ, კაცებისთვის ყველაზე დიდი რისკის ფაქტორები იყო ალკოჰოლი, კიბოს გენეტიკური ფაქტორი, წითელი ხორცის მოხმარება და ფიზიკური უმოქმედობა.

"რადგან განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ მომავალმა ტესტებმა შეძლონ კიბოს რამდენიმე ტიპის იდენტიფიცირება, ჩვენ უნდა გავიგოთ, თუ ვინ არის ყველაზე მეტად რისკის ქვეშ კიბოს განვითარების მხრივ. ამ ტიპის მონაცემები არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი, მაგრამ აუცილებელია მომავალი დაკვირვებებისათვის, როგორიცაა სისხლში დაფუძნებული კიბოს ადრეული გამოვლენა", — ამბობენ მკვლევრები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.