დღეიდან თბილისის მეტროს მგზავრებს ოთხი გარემონტებული ვაგონი მოემსახურება, რომლებშიც მგზავრებს სიახლე ელით.

ფოტო: თბილისის მერია

ვაგონებში დამონტაჟდა სპეციალური USB როზეტი, რომლის მეშვეობითაც მგზავრები დამუხტავენ მობილურ ტელეფონებს, სმარტფონებს, პლანშეტებს და სხვა მობილური მოწყობილობებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ძველი კომპრესორები ჩანაცვლდა ახალი, ხრახნული კომპრესორებით, ნაწილობრივ განახლდა მემანქანის კაბინისა და მოძრავი შემადგენლობის ინტერიერი.

ვაგონების კაპიტალურ რემონტს და განახლებას ახორციელებს სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა.

მერიის ინფორმაციით, 2017 წელს, სულ, იგეგმება მეტროს 16 ვაგონის კაპიტალური რემონტი და 2 ვაგონის სრული მოდერნიზაცია. მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის და კაპიტალური რემონტის ფარგლებში, 2017 წელს პირველ ეტაპზე ხელშეკრულება 8 ვაგონის განახლებაზე გაფორმდა.

ფოტო: თბილისის მერია

ფოტო: თბილისის მერია

ფოტო: თბილისის მერია