უკრაინა

7 Aug. 2022, 12:53

7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 14 წელი გავიდა. თითქმის 10 წელიწად-ნახევრის შემდეგ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ოკუპაციის ქვეშ ტოვებს და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევს. 

უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რუსეთმა მსოფლიოსგან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე შესაბამისი პასუხი არ მიიღო და 2014 წელს აგრესიული ქმედებები უკრაინაში გააგრძელა — მოახდინა ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილის ოკუპაცია და 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. 

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის შეჩერება საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით და იმ ქვეყნების ყოვლისმომცველი მხარდაჭერით, რომლებზეც მოსკოვი აგრესიას ახორციელებს. 

რუსეთმა საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაცია უნდა მოახდინოს და რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  2. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  3. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  4. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ
  5. პარლამენტმა რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება ხვალისთვის გადადო — რა იქნება შემდეგ, პროცედურულად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა

ყველამ ვიცით, რომ ჩახუტება ნუგეშთან და დადებით ემოციებთან ასოცირდება, მაგრამ რას ამბობს მეცნიერება მისი გავლენის…