ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გამყრელიძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის პოსტს 2013 წლიდან იკავებს.

  • მინისტრის თქმით, უახლოეს დღეებში გამყრელიძე შესაბამისი განცხადებით სამინისტროს მიმართავს.
  • აზარაშვილმა თქვა ისიც, რომ NCDC-ის ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია შეასრულებს.

ჯანდაცვის მინისტრის გამყრელიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

  • აზარაშვილის თქმით, NCDC-ის დირექტორი თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

თავდაპირველად ინფორმაცია გამყრელიძის შესაძლო წასვლის შესახებ ფორმულამ გაავრცელა.

  • ტელევიზია წყაროზე დაყრდნობით ამბობდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და გამყრელიძეს შორის დაპირისპირება იყო.