მოსკოვში ლატვიის საელჩოს განცხადებით, საერთაშორისო ვითარების გამო, აღარ იღებენ სავიზო განაცხადებს რუსეთის მოქალაქეებისგან.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა ახლა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტულ ვიზებს გასცემს, მაგრამ ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არის.

  • ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერ კიდევ 31 ივლისს ამბობდა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტურისტული ვიზა უნდა აიკრძალოს.
  • პირველ აგვისტოს ქვეყანამ შეაჩერა შეთანხმება რუსეთთან სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის შესახებ.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად.

  • "ვგმობ უკრაინელი სამხედრო ტყვეების სასტიკ მკვლელობას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოლენივკაში და რუსი სამხედროების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეს", — დაწერა მან.

გარდა ამისა, ესტონეთმა 28 ივლისს გამოაცხადა, რომ შეწყვეტს მოკლევადიანი ვიზებისა და ბინადრობის ნებართვების გაცემას რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის სასწავლო მიზნებისთვის.