მდინარაძე სახალხო დამცველს "ქსენოფობიურ კამპანიაში" ჩართვაში ადანაშაულებს
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ სახალხო დამცველი "ამართლებს ქსენოფობიურ კამპანიას" და მასში ჩართულია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს კობახიძემ ბრიფინგი იმისთვის გამართა, რომ საქართველოში შემოსული რუსები დაეცვა.
- მმართველი პარტია საქართველოში შემოსული ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ საზოგადოების კრიტიკულ დამოკიდებულებას ქსენოფობიასა და დისკრიმინაციას უწოდებს.
- ქართულმა ოცნებამ სახალხო დამცველის დისკრედიტაცია უკვე არაერთხელ სცადა.
მდინარაძის თქმით, ომბუდსმენი ამართლებს მათ, ვინც რუსეთის მოქალაქეების მიმართ"ქსენოფობიურადაა" განწყობილი და ამით აწარმოებს "ქსენოფობიურ კამპანიას".
- რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა შვებოდეს მისი ქვეყანა თუ მისი ხელისუფლება, ეროვნული თუ ეთნიკური ნიშნით ადამიანის განსხვავება და მასზე თავდასხმების მოწოდება კიდე ზემოდან არის სიბნელე, ქსენოფობია და წარმოუდგენელი რამ თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში."
- "სამწუხაროდ ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს. ეს არის ნაცების სახალხოდ დამცველი", — ამბობს მდინარაძე ლომჯარიაზე და ამით მის დისკრედიტაციას ცდილობს.
მანამდე ნინო ლომჯარიაზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
- "როდესაც ღვივდება დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი, შოვინიზმი პირდაპირ პირველივე დღეს და პირველივე წამებზე უნდა გამოეხმაუროს ამას სახალხო დამცველი. ახლა ჯერჯერობით არავითარი განცხადება მისგან არ გვესმის", — თქვა კობახიძემ.
- მდინარაძის მსგავსად ისიც შეეცადა სახალხო დამცველის დისკრედიტაციას და თქვა, რომ ის "პირდაპირ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში", თუმცა "რეიტინგი არ აქვს".
ლომჯარიას თქმით, "ოცნების" ადგილას თავდასხმებს არ აწარმოებდა, რადგან ეს მხოლოდ აძლიერებს ომბუდსმენს.
- "სახალხო დამცველი არის დამოუკიდებელი აბსოლუტურად ინსტიტუტი და არცერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მით უმეტეს გადასაწყვეტი და მისათითებელი არ არის როდის რას გადაწყვეტს."
-
"ცოტა არ იყოს მიკვირს, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება, იბრძოდნენ, ან მომავალში, როდესაც მათი ხელისუფლება დაუძახებს, იბრძოლონ ამ ქვეყნის წინააღმდეგ", — ამბობს სახალხო დამცველი.
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
კომენტარები