კაილი ჯენერმა კოსმეტიკური საშუალებების კომპანია 2015 წელს შექმნა და წარმატებასაც მალევე მიაღწია. კომპანია, რომელიც მილანში მდებარეობს, კაილი ჯენერმა ახლახან მოინახულა და მოგზაურობის შესახებ თავის გულშემატკივრებსაც უამბო.

ჯენერმა ტიკტოკზე მოკლე ვიდეო გააზიარა და გულშემატკივრებს შეატყობინა, რომ მილანში ვიზიტისას თავისი ლაბორატორიისა და ქარხნის დათვალიერებას გეგმავდა. "ყველა კოსმეტიკური ქარხნის მონახულებას ვაპირებ. ასევე Kylie Cosmetics ახალი პროდუქციაც შევამოწმე და აღფრთოვანებული ვარ", — განაცხადა ჯენერმა თავის ვიდეოში.

@kyliejenner perfecting new @kyliecosmetics ♬ Aesthetic - Tollan Kim

კაილი ჯენერი დახურულ კოსმეტიკის ლაბორატორიას თეთრი სამედიცინო ხალათით ესტუმრა და პროდუქტის ზოგიერთი ინგრედიენტი თავად შეამოწმა. მოდელმა ერთ-ერთი საშუალება ხელზეც წაისვა და ვიდეო სოციალურ ქსელებშიც გააზიარა.

ვიდეოდან ჩანს, რომ ჯენერმა დახურულ ლაბორატორიაში საკმაოდ დიდი დრო გაატარა და ფოტოებიც გადაიღო. თუმცა მისი გულშემატკივრები ამ ფაქტით აღფრთოვანებულები არ დარჩენილან, რადგან მოდელი უსაფრთხოების აუცილებელ წესებს არ იცავდა. კერძოდ, მას არც თმა ჰქონდა დაფარული და არც ხელთათმანები ეკეთა.

ლაბორატორიაში გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, რომ კაილი ჯენერი დახურულ სივრცეში გაშლილი თმით შევიდა, თან შიშველ ხელებზე სამკაულებიც ეკეთა. ვიდეოს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და ზოგიერთმა მათგანმა ხუმრობით იკითხა, უნდა ელოდონ თუ არა კაილის თმას ახალ პროდუქტებში.