კობახიძემ ბრიფინგი იმისთვის გამართა, რომ საქართველოში შემოსული რუსები დაეცვა
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია, კრიტიკული მედია, ცალკეული კომერციული სუბიექტები და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიურ და შოვინისტურ კამპანიაში დაადანაშაულა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნება საქართველოში შემოსული ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ საზოგადოების კრიტიკულ დამოკიდებულებას ქსენოფობიასა და დისკრიმინაციას უწოდებს.
- მეტიც, კობახიძე იმაზეც საუბრობდა, რომ რუსების მიმართ ქსენოფობიური და დისკრიმინაციული მიდგომების გამო კანონს გაამკაცრებენ.
დეტალები: კობახიძის მტკიცებით, მარტში დაწყებული კამპანიით ოპოზიციამ, მედიამ და NGO-ებმა მოსახლეობის ნაწილი დააჯერეს, რომ "რუსები საქართველოში უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობით შემოდიოდნენ და ეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის რისკებს შეიცავდა".
- მისი აზრით, 5 თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების ქვეყანაში "უპრეცედენტო რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მიერ მოგონილი ისეთივე სიცრუე იყო, როგორც მათივე მოგონილი უსაფრთხოების რისკები".
- კობახიძე ამბობს, რომ იგივე შემადგენლობა ისევ ცდილობს "ქსენოფობიური კამპანიის" მეორე ტალღის აგორებას.
- "თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სეროზული საფრთხისშემცველი ეს ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა", — განაცხადა მან.
- მანვე მოიყვანა სტატისტიკური მონაცემებიც და ამტკიცებს, რომ რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ შემოვიდნენ და 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან, 110 ათასზე ნაკლებია.
- "ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია", — თქვა პარტიის თავმჯდომარემ.
კობახიძე მოუწოდებს საზოგადოებას, "გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას".
- ის რუსეთის მოქალაქეების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებასაც საქართველოს მეორე ფრონტად გადაქცევას უკავშირებს და ამბობს, რომ "დისკრიმინაციულ კამპანიის" მიზანიც ესაა.
რიცხვებში: შსს-ს მონაცემებით, მხოლოდ ოთხ თვეში, მარტიდან ივნისის ჩათვლით, სახელმწიფო საზღვარი რუსეთიდან 299 094-მა ადამიანმა გადმოკვეთა.
- მარტი — 45 068;
- აპრილი — 48 797;
- მაისი — 69 772;
- ივნისი — 135 457.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში უცხო ქვეყნის რეზიდენტებმა საქართველოში 387 781 ვიზიტი განახორციელეს.
- აქედან რუსეთიდან 90 239 ვიზიტი განხორციელდა, წლიური ზრდა 502,9%-ია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშებიდან კი ირკვევა, რომ 2022 წლის მარტში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 22 536 ვიზიტი განახორციელეს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები