BBC წერს, რომ მათი სახელები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოჩნდა, რას იმას ნიშნავს, რომ სანქციები ძალაში უკვე შევიდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ექსპრეზიდენტი და მისი შვილი სანქცირებულთა სიაში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, სახელმწიფო სტაბილურობისა და უსაფრთხოების შელახვის საქმეში მონაწილეობისთვის შეიყვანეს.

დეტალები: გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში ნათქვამია, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის სასამართლომ სახელმწიფო ღალატში უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე მოწოდებების გამო ცნო.

  • "გადაყენების შემდეგ ის რუსეთში გადავიდა, საიდანაც უკრაინის დესტაბილიზაციის მიზნით ქმედებები განაგრძო".
  • დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ ყოფილი პრეზიდენტის შვილი, ბიზნესმენი, ალექსანდრე იანუკოვიჩი დონბასის რეგიონში, რომელსაც სეპარატისტული ჯგუფები აკონტროლებენ, ბიზნესს კვლავ აწარმოებს.

არქივიდან: იანუკოვიჩი და მისი მთავრობის რამდენიმე წევრი ევროკავშირის სანქცირებულთა სიაში პირველად 2014 წელს, უკრაინაში რევოლუციის შემდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე მოხვდნენ.