ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ბრიტნი გრაინერს სასამართლომ 1 მილიონი რუბლის (16 400 დოლარი) გადახდაც დააკისრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სპორტსმენი 17 თებერვალს, აეროპორტში ნარკოტიკის საზღვარზე გადმოტანის ბრალდებით დააკავეს და საქმე კონტრაბანდის მუხლით აღძრეს.

  • მის ბარგში ელექტრონული სიგარეტის ჰაშიშის ზეთის კარტრიჯები აღმოაჩინეს.
  • კალათბურთელმა პროცესზე თქვა, რომ მან გამოფრენამდე ბარგი სიჩქარეში ჩაალაგა და რუსული კანონმდებლობის დარღვევა განზრახული არ ჰქონდა.

დეტალები: გრაინერის დაკავებას უკვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ამას მიუღებელი უწოდა.

  • პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ კალათბურთელი და დასძინა, რომ ადმინისტრაცია ამისთვის დაუღალავ შრომას გააგრძელებს.
  • რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც.
  • სპორტსმენის ადვოკატების განცხადებით, სასამართლომ მათ მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება უგულებელყო და განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.