NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ცნობილი სამყაროს ყველაზე შორეული ვარსკვლავის ფოტო გადაიღო, რომელიც ჩვენგან 12,9 მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული.

ასტრონომთა ჯგუფმა, სახელად Cosmic Spring JWST, სამშაბათს Twitter-ზე გამოაქვეყნა ვარსკვლავის ახალი სურათი. ვარსკვლავს სახელად Earendel ჰქვია, სახელწოდება ტოლკინის რომანის "The Silmarillion"-ის პერსონაჟის საპატივსაცემოდაა. სიტყვა ძველ ინგლისურად დილის ვარსკვლავს ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავი პირველად ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა დააფიქსირა. ეს ჯერ კიდევ მარტში მოხდა. როგორც ნასამ მაშინდელ განცხადებაში აღნიშნა, ვარსკვლავი არსებობდა დიდი აფეთქების შემდეგ პირველი მილიარდი წლის განმავლობაში.

ვარსკვლავის პირველად დაფიქსირების შემდეგ მეცნიერები ამბობდნენ, რომ უშორესი ვარსკვლავის შესწავლას მომავალში ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი გააგრძელებდა და კიდევ უფრო საინტერესო სიახლეებს შემოგვთავაზებდა.

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა გრავიტაციული ლინზირების წყალობით შეძლო შორეული ვარსკვლავის დაფიქსირება.

"არავის უნახავს ასეთი შორეული ვარსკვლავი, რომ აღარაფერი ვთქვათ გალაქტიკაზე", — ამბობენ ასტრონომები.

ვარსკვლავის სინათლეს დედამიწამდე მოსაღწევად დაახლოებით 12,9 მილიარდი წელი დასჭირდა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ადრე დაფიქსირებული ყველაზე შორეული "სუპერგიგანტის" ცხრა მილიარდი სინათლის წელიწადი.

რაც მთავარია, ჯეიმს ვებმა მხოლოდ ახლა დაიწყო ვარსკვლავის შესწავლა, არც ისაა გამორიცხული, რომ ტელესკოპმა მომავალში კიდევ უფრო შორეული ციური ობიექტები დაგვანახოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.