ალდაგში ავტოდაზღვევის კამპანია გრძელდება. ისინი, ვინც 30 სექტემბრამდე ავტომობილს ალდაგში დააზღვევენ, მანქანის მოდელის შესაბამის ფასსა და საჩუქრებს მიიღებენ.

"ზაფხული მძღოლებისთვის განსაკუთრებით დატვირთული სეზონია. შვებულებების გამო ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება უფრო აქტიურდება. ვცდილობთ, მძღოლებს ხელი შევუწყოთ მშვიდ დასვენებაში და დაზღვევის კონკრეტულ მოდელზე მორგებულ პირობებს ვთავაზობთ. ამჯერად მძღოლებმა უბრალოდ უნდა გაგვიზიარონ საკუთარი მანქანის მოდელი და მიიღონ ინდივიდუალური პირობები და საჩუქრები ალდაგისგან", — აცხადებენ ალდაგში.

ალდაგის ავტოდაზღვევა 360 გრადუსით ფარავს ყველა შესაძლო რისკს, რაც შეიძლება მანქანის ყოლას ახლდეს: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ. ალდაგის ავტოდაზღვევას მოყვება მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს იმ შემთხვევაშიც, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის ავტომობილის აღდგენის ხარჯებსაც ალდაგი უზრუნველყოფს.

ალდაგი, აქციის ფარგლებში, მომხმარებელს სთავაზობს ფასდაკლებებს ავტომობილის რეცხვაზე, საწვავსა და ავტონაწილებზე.