Facebook-ის მსგავსად Meta Instagram-საც ცვლის. მასშტაბური ცვლილებები პლატფორმაზე ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. პირველი ცვლილება Instagram-ის feed-ს შეეხო — დაემატა ალგორითმი, რომელიც გაჩვენებთ იმას, რაც, კომპანიის აზრით, თქვენ ყველაზე მეტად მოგეწონებათ. შემდეგ დაემატა Story — Snapchat-ის ერთ-ერთი ფუნქციის შთაგონებით. მომხმარებლები ახლა უფრო მეტად სთორებს ნახულობენ, ვიდრე დაპოსტილ ფოტოებს. მალევე ეს ბოლო სიახლე Reels-მა ჩაანაცვლა. ამჯერად Meta-მ TikTok-ს მიჰბაძა.

ასევე იხილეთ: სოციალური ქსელი Facebook საკუთარ ეპოქას ასრულებს — რას ველოდებით

ინსტაგრამის ალგორითმის მიხედვით, თუ თქვენ განსაზღვრული რაოდენობით Story-ის და Reel-ს არ პოსტავთ, სხვა ადამიანებთან თქვენი პოსტები იშვიათად გამოჩნდება. ახლა Feed-ის ალგორითმს კიდევ discovery engine დაემატა, რომელიც თქვენს გვერდზე გამოგიჩენთ არა იმ ადამიანთა პოსტებს, ვინც დააფოლოვეთ, არამედ ყველაზე ტრენდულ კონტენტს.

ამ ცვლილებების გამო ბევრმა მომხმარებელმა გამოთქვა უკმაყოფილება. მათ შორის არიან კარდაშიანებიც, რომელთათვისაც Instagram შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა.

პლატფორმის CEO-მ, ადამ მოსერიმ აღიარა, რომ ახალი feed დიდად კარგი არაა, თუმცა ეს საცდელი ვერსიაა და ახლა ისინი უკეთეს ვარიანტზე მუშაობენ. რაც არ უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია — Instagram-ს ფოტოები უკვე აღარ აღელვებს.

Instagram-ის თავდაპირველი ჩანაფიქრი იყო ფოტოების დაპოსტვა და მეგობრებისთვის გაზიარება. დღეს არ არსებობს სხვა რაიმე მსხვილი პლატფორმა, რომელიც საკუთრივ ამ მიზნით შეიქმნა და რომლის feed-იც ამაზეა მორგებული. როგორც მოსერიმ განაცხადა, მათ ტენდენციებს, ცვლილებებს ფეხი აუწყვეს და ამიტომ გადადიან მოკლე ვიდეოებზე. ამისთვის ხომ TikTok-იც არსებობს? და ფოტოების დაპოსტვა რომ მოგვინდეს, რომელი პლატფორმა გამოვიყენოთ? ამ კითხვებზე პასუხი Meta-ს არ ან აღარ აქვს.