განცხადებას ხელს საპარალამენტო ოპოზიციიდან 48 დეპუტატი აწერს, გარდა მოქალაქეების, გირჩისა და ევროპელი სოციალისტების წევრებისა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ანტიდასავლური გზავნილები არაერთხელ გააჟღერა ქართულმა ოცნებამ და მასთან დაკავშირებულმა პირებმაც.

  • წასულები ანტიდასავლურ გზავნილების გავრცელების პარალელურად, აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს წერილებითა და კითხვებით არაერთხელ მიმართეს.
  • როგორც პარტიის წევრები, ასევე წასულები არაერთხელ გააკრიტიკეს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ყოფილ ელჩი, კარლ ჰარცელი, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირმაც პარტნიორობისთვის შეუსაბამო საქციელად შეაფასა.

საპარლამენტო ოპოზიცია მოუწოდებს ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ მიმართული კამპანია.

  • ოპოზიციის განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ მმართველი პარტია ამ პოლიტიკურ კამპანიაში სასამართლო კორპუსის გარკვეული წარმომადგენლებიც არიან ჩართული.
  • მათივე შეფასებით, მმართველი პოლიტიკური ძალის ამგვარი მოქმედება ემსახურება ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს ინტეგრირებისათვის ხელის შეშლის მიზანს;
  • მაშინ როდესაც ამგვარი ინტეგრირების უზრუნველყოფა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციური ორგანოების და ე.ი. ქართული ოცნების ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს.

დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მმართველი ძალის ამგვარი მოქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

  • აღნიშნავენ, რომ ის მიმართულია დასავლელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისაგან საქართველოს დაშორებისაკენ და ოკუპანტი სახელმწიფოს პირისპირ მისი მარტოდ დატოვებისაკენ.
  • რაც ოპოზიციის თქმით, მხოლოდ ოკუპანტი სახელმწიფოს — რუსეთის ფედერაციის ინტერესებში შედის.
  • "სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოში აშშ-ის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს და ევროკავშირის ყოფილ ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს. ვაფასებთ მათი მხრიდან დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დასახმარებლად გაწეულ შრომასა და ძალისხმევას".

ხელმომწერთა სრული სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.