წასულების შემდეგ აშშ-ის ელჩთან კითხვები პარლამენტის თავმჯდომარესაც აქვს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ანტიდასავლურ გზავნილების გავრცელების პარალელურად ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატებმა დეგნანს წერილებით და კითხვებით მიმართეს.

  • მათი კითხვები ძირითადად ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებს და ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის პროგრამიდას ჩახსნას უკავშირდებოდა.

შალვა პაპუაშვილი ელჩს ისეთივე შინაარსის კითხვებს უსვამს, როგორსაც წასული 4 დეპუტატი.

  • "თუ არანაირი სანქცია არ არსებობს, მაშინ რა იყო ეს დაბარება და რა იყო მოსამართლის მოხსნა იმ პროგრამიდან, რომელშიც ის იყო. იყო ეს საელჩოს რომელიმე თანამშრომლის თვითნებობა თუ არა?!"
  • "როდესაც ხდება საქართველოს ხელისუფლების ზურგსუკან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრას?!"

არქივიდან: ელჩის მიმართ თავდასხმებს გამოეხმაურნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი და სხვა დიპლომატები.

  • პრაისის თქმით, დეგნანს და საელჩოს ამერიკის სრული მხარდაჭერა აქვს, ხოლო ხელისულების რიტორიკის მიზანი ევროატლანტიკური მიზნიდან ჩამოშორებაა.
  • კრიტიკის პასუხად ირაკლი კობახიძემ კითხვები დასვა: "როდესაც დეპუტატი კითხვას სვამს ელჩის მიმართ, ეს არის შეურაცხმყოფელი? სახელმწიფო ვართ, თუ რა ვართ?"