ერთი მარტივი გზა, რათა ციფრულ სამყაროში თქვენი კონფიდენციალურობა გაზარდოთ და ადამიანებთან უსაფრთხო ონლაინ კომუნიკაცია გქონდეთ, არის ისეთი აპლიკაციების გამოყენება, რომელთაც end-to-end დაშიფვრა აქვთ. end-to-end დაშიფვრა ხელს უშლის ნებისმიერ სხვა აქტორს, რომ თქვენ და იმ ადამიანს შორის, ვისაც ელაპარაკებით, არსებული შეტყობინებები მოიპაროს. მარტივად რომ ვთქვათ, end-to-end დაშიფვრა ნიშნავს, რომ თქვენი შეტყობინებები არის მხოლოდ თქვენი და თქვენი თანამოსაუბრის თვალებისთვის განკუთვნილი.

end-to-end დაშიფვრა თავიდან მხოლოდ ელიტურ ფუფუნებად ჩანდა — თუმცა ბოლო წლებში, სულ უფრო მეტმა აპლიკაციამ თუ პლატფორმამ იგი მასებისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

რა არის end-to-end დაშიფვრა და როგორ მუშაობს ის?

end-to-end დაშიფვრა ნიშნავს, რომ არავის — არც ჰაკერებს, არც მთავრობას და არც კომპანიას, რომელიც თქვენს მოწყობილობას უშვებს — არ შეუძლია თქვენი გაგზავნილი შეტყობინებების წაკითხვა. ის უბრალოდ იღებს თქვენს შეტყობინებას, მისგან ქმნის ანაგრამას, ანუ შემადგენელ ასოებს არეულად აწყობს, უგზავნის ადრესატს და შემდეგ ისევ აღადგენს ასოების თავდაპირველ მიმდევრობას. ასე რომ, თუ ვიღასაც მოუნდება, რომ თქვენი გაგზავნილი შეტყობინება მოიპაროს, ასოების უაზრო მიმდევრობას მიიღებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეტყობინებები, რომლებსაც თქვენ გზავნით, ძალიან ბევრი აქტორის ხელში გადის — მომსახურება, რომელსაც თქვენ შეტყობინების გასაგზავნად იყენებთ, ინტერნეტის პროვაიდერი და ის სერვისები, რომლებიც გარკევული დროით ინახავენ თქვენი შეტყობინებების მონაცემებს.

ასევე იხილეთ: რატომაა სიგნალი ყველაზე დაცული საკომუნიკაციო საშუალება მსოფლიოში?

ყველაფრისგან გვიცავს end-to-end დაშიფვრა?

არა! end-to-end დაშიფვრა იცავს თქვენს კონფიდენციალურობას ყველასგან, ვინც თქვენ და თქვენს რეცეპიენტს შორის არსებული შეტყობინებების მოპარვას ცდილობს. თუმცა, ის არ გიცავთ აბსოლუტურად ყველაფრისგან. ის იცავს შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას, მაგრამ არ იცავს შეტყობინების მეტამონაცემებს, ანუ თარიღი და დრო, როდესაც შეტყობინება გაგზავნეთ ან მიიღეთ. ის ასევე არ გიცავთ იმისგან, რომ თქვენი შეტყობინებების ადრესატმა მიღებული ინფორმაცია სხვებს გაუზიაროს.

არის თუ არა პრობლემა, თუ არ ვგზავნი დაშიფრულ შეტყობინებებს?

გამოიყენებთ თუ არა აპლიკაციას, რომელშიც end-to-end დაშიფვრაა, თქვენს ნებაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი ადამიანი, რომელთათვისაც საკუთარი კონფიდენციალურობა ყველა შეთხვევაში პრიორიტეტულია, ყოველთვის იყენებს end-to-end დაშიფვრას და მისი გამოყენება უფასოა და ისეთივე მარტივი, როგორც იმ აპების, რომელთაც არ აქვთ უსაფრთხოების ეს სისტემა. საერთო ჯამში, end-to-end დაშიფვრაა საკუთარი კონფიდენციალურობის შენარჩუნების ერთ-ერთი გზაა.

რომელი აპლიკაციები იყენებენ end-to-end დაშიფვრას?

ახლა საუკეთესოა დროა, გამოიყენოთ end-to-end დაშიფვრა. ზოგიერთი აპლიკაცია ფასიანია, სხვები — უფასო და ამის მიხედვით ისინი სხვადასხვა თავისებურებებს გთავაზობენ. თქვენ სწორედ ამის გათვალისწინებით უნდა აირჩიოთ ის, რომელიც ყველაზე მეტად გერგებათ. ასეთი აპლიკაციებია, მაგალითად — Signal, Telegram, Wire, Wickr Me, Silent, Skred Messenger, Proton Mail, Threema, Silence, Viber.