ილონ მასკის მამამ, ეროლ მასკმა ახლახან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თავისი მილიარდერი შვილით არ ამაყობს და ისიც დასძინა, რომ თავად ილონ მასკიც საკუთარი კარიერული მიღწევებით უკმაყოფილოა.

კითხვაზე ამაყობდა თუ არა ეროლ მასკი შვილის მიღწევებით, მან ასეთი პასუხი გასცა:" არა, რადგან ჩვენ ვართ ოჯახი, რომელიც დიდი ხანია ერთად შრომობს და ისე არ ყოფილა, თითქოს რაღაცის კეთება უცებ დავიწყეთ".

ფოტო: Getty Images

როგორც ეროლ მასკმა განმარტა, მისი მილიარდერი ვაჟი ფიქრობს, რომ კარიერულ გეგმას 5 წლით ჩამორჩება. "ილონ მასკი პროგრესით იმედგაცრუებულია და ეს გასაგებიცაა. ვიცი, რომ გიჟურად შეიძლება ჟღერდეს, თუმცა ოჯახის წევრები ამ აზრს ვეთანხმებით. ის უკვე 50 წლისაა და ისევ პატარა ბიჭივით იქცევა, თუმცა 50 წელი უკვე დიდი ასაკია", — ამბობს ეროლ მასკი.

20-წუთიან ინტერვიუში ეროლ მასკმა შვილის ფიზიკურ გარეგნობაზეც ისაუბრა. "მართალია, ილონი ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ ის არასწორად იკვებება", — განაცხადა ეროლ მასკმა და შვილს დიეტური აბების მიღებაც ურჩია.