ბიონსე ახალ სიმღერაში ეიბლისტური ტერმინის გამოყენებისთვის გააკრიტიკეს — მომღერალი ტექსტს ცვლის
ამერიკელმა მომღერალმა ბიონსემ დაადასტურა, რომ თავისი ახალი ალბომის — Renaissance-ის — ერთ-ერთი სიმღერის ტექსტს შეცვლის. გადაწყვეტილება მომღერალმა მას შემდეგ მიიღო, რაც შშმ პირების მხარდამჭერმა აქტივისტებმა და ორგანიზაციებმა იგი სიმღერაში ეიბლისტური ტერმინის გამოყენებისთვის გააკრიტიკეს.
კანადელ რეპერ დრეიკთან ერთად დაწერილ სიმღერაში Heated ბიონსემ ცერებრული დამბლის ერთ-ერთი ფორმის, კრუნჩხვითი პარაპლეგიის, აღმნიშვნელი დამამცირებელი ინგლისურენოვანი ტერმინი გამოიყენა. ტერმინი გაერთიანებულ სამეფოში შშმ პირების "აღმნიშვნელ" ერთ-ერთ ყველაზე შეურაცხმყოფელ სიტყვად მიიჩნევა.
ამის გამო მომღერალი, ცხადია, კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ცოტა ხნის წინ კი ბიონსეს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სიმღერის ტექსტი შეიცვლებოდა.
ამავე ტერმინის სიმღერაში გამოყენებისთვის რამდენიმე კვირის წინ გააკრიტიკეს ამერიკელი მუსიკოსი ლიზოც. მოგვიანებით, ლიზომ მოიბოდიშა და ასევე შეცვალა სიმღერის ტექსტი. ამასთან, მან განაცხადა, რომ "კარგად ესმის, რა ძალა აქვს სიტყვებს" და მისი განზრახვა არასდროს ყოფილა, შეურაცხმყოფელი ენის გამოყენებისთვის შეეწყო ხელი.
ავსტრალიელი მწერალი და შშმ პირების უფლებების მხარდამჭერი ჰანა დივინი მაშინ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ლიზო გააკრიტიკა. იგი პრობლემას ამჯერადაც შეეხო და კიდევ ერთხელ ისაუბრა, რატომ არის ეიბლისტური ენის გამოყენება მიუღებელი, განსაკუთრებით კი, მუსიკის ინდუსტრიაში.
დივინის თქმით, ბიონსეს შემოქმედებითი თავდადება არ ამართლებს ეიბლისტური ტერმინების გამოყენებას — "ენის, რომელსაც ძალიან ხშირად უგულბელყოფენ".
მომღერალი ასევე გააკრიტიკა ბრიტანულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია Sense-მა.
"სამწუხაროა, რომ კიდევ ერთი მუსიკოსი იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინს თავის სიმღერაში; თანაც ძალიან მალე მას შემდეგ, რაც აღნიშნეს, რამდენად საზიანოა ეს სიტყვა", — განაცხადა ორგანიზაციამ და ხალხს მეტის გაგებისკენ მოუწოდა, რათა შეზღუდულ შესაძლებლობებზე საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
კომენტარები