კომპლიმენტებს დიდი ძალა აქვს. განსაკუთრებით მაშინ, როცა შენს შენაძენს ბევრი აღნიშნავს და კომპლიმენტების ზღვა გატყდება თავს. ეჭვი არ შეგეპაროს, რომ ნამდვილად შენ გეკუთვნის და რადგან შენაძენი შინაგან სამყარო გამოხატავს, ასეთი კომპლიმენტები უდავოდ უნდა შეიფერო.

თუ დაგაინტერესებს, ქვემოთ სხვა რაკურსით დანახულ 7 პროდუქტს extra.ge-დან აღგიწერთ, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში გარშემომყოფებისგან კომპლიმენტების ზღვის მიმოქცევაში გამყოფებს:

1. "—თან არ იკრავს?"

ფოტო: extra.ge

წარმოიდგინე, სტუმრები ჯერ კიდევ კართან არიან, როდესაც შენი სახლიდან დამწვრის ნაცვლად საოცარი სურნელი გამოდის. ისინი მოუთმენლად ელოდებიან კარის გაღებას, რომ ეს ფაქტი აღნიშნონ. ამ დროს კი, დანამდვილებით იცი, რომ შენი გურმანობის საიდუმლო სწორედ ეს ნივთია, შენს კულინარიულ ოცნებებში მხარდამხარ რომ მოგყვება.

2. "—რა კაი ფასად გიყიდია"

ფოტო: extra.ge

კერძო სახლის, აგარაკისა თუ აივნის მთავარი მუღამი ხომ ზაფხულში გარეთ დაჯდომა და დროის გრილად გატარებაა. ეს პატარა, კოხტა და პრაქტიკული მაგიდა დილის ყავასთან შენი შეუცვლელი პარტნიორი გახდება.

3. " — მთელი დღე დასვენებული იქნები"

ფოტო: extra.ge

ყველამ ვიცით, რომ ბავშვების ენერგია ულევია. ამ ბატუტის მეშვეობით, სტუმრებისთვის ბევრი დროც დაგრჩება და მათ ბავშვებიც კარგად გაერთობიან.

4. " — როგორ მიყვარს ამაში ჩაჯდომა"

ფოტო: extra.ge

გინდ მარტო იყო, გინდ სტუმრები გყავდეს, ასეთ ჰაეროვან სარწეველაში ჩაჯდომა ერთ რამედ ღირს, ფანტაზიას თუ დაიხმარ შესაძლოა, ღრუბლებში ფრენაც დაიწყო.

5. " — ამის წინა მოდელი მაქვს და ეს რა მაგარი იქნება წარმომიდგენია"

ფოტო: extra.ge

ტევადობა, ორი კამერა, დიზაინი ენერგო-ეფექტურობა — ეს იმ მცირე დადებითი თვისებების ჩამონათვალია, რაც ამ საოცარ მაცივარს, მისმა შემქმნელებმა უწილადეს. ახლა კი ჯერი შენზეა — რამდენად მოარგებ მას შენს ახალ თუ არსებულ სამზარეულოს.

6. " — რა კარგ ფოტოებს ბეჭდავს"

ფოტო: extra.ge

ფოტოაპარატი მომენტალური ბეჭდვით შესაძლოა, ბევრი შეგხვდეს, ეს მოდელი კი, თავგადასავლებში უბადლო მეგზურობას გაგიწევს. მისი ზომა, ხარისხი და ფუნქციები ახალი შთაგონებებით დაგხუნძლავს და მათ მუდმივობას თავის თავზე აიღებს.

7." — რა კარგი ფერის ჩარჩო აქვს"

ფოტო: extra.ge

არსებობს სათვალეები და არსებობს IZIPIZI. მისი სიმარტივე სახელიდანაც იდეალურად ჩანს. ბრენდის ეს მშვენება ნებისმიერი ადამიანის სახეს კაშკაშს დააწყებინებს, შესაბამისად კომპლიმენტების ქარცეცხლი გარანტირებულია.

არ დაგავიწყდეს, როცა კომპლიმენტს მიიღებ, შეიფერო და შემდეგ სხვა ადამიანებსაც ჩამოურიგო საქებარი სიტყვები.