Google-მა Play Store-იდან ახლახან 17 საზიანო აპლიკაცია გააუქმა. როგორც დადგინდა, ისინი მომხმარებელთა მოწყობილობებიდან საბანკო ინფორმაციის მოსაპარად გამოიყენებოდა.

Trend Micro-ს (უსაფრთხოების კვლევის ფირმა) უწყებას თუ დავეყრდნობით, ეს მავნე პროგრამები მიზნად მომხმარებელთა მონაცემების (საბანკო მონაცემები, პაროლები, PIN რიცხვები და ა.შ.) მოპარვას ისახავს. შესაძლოა, ამ აპლიკაციებმა ტექსტური შეტყობინებები ადრესატთან მიღწევამდე ჩაიგდოს ხელში და სმარტფონები საზიანო პროგრამებით დააინფიციროს.

იხილეთ იმ ანდროიდ აპლიკაციათა ჩამონათვალი, რომლებიც თავდაპირველად Play Store-ში გვხვდებოდა, თუმცა Google-მა უკვე გააუქმა:

ფოტო: Trend Micro

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს ანდროიდ სმარტფონზე ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე აპლიკაცია მაინც გაქვთ დაყენებული, უმჯობესია, ისინი დაუყოვნებლივ წაშალოთ.

"კიბერკრიმინალები მუდმივად პოულობენ გზებს, რათა დაცვას გვერდი აუარონ და რაც შეიძლება მეტი ტელეფონი დააინფიცირონ. ნახევარწლიან პერიოდში ვიხილეთ, თუ როგორ განვითარდა საბანკო ტროიანების ტექნიკური პროცედურები შემჩნევისაგან თავის დასაძვრენად", — ვკითხულობთ Trend Micro-ს უწყებაში.

მავნე აპლიკაციებისაგან თავის დასაცავად მომხმარებლებმა უმჯობესია, აპლიკაციათა მიმოხილვები ყოველთვის შეამოწმონ და სხვების უჩვეულო, ნეგატიურ გამოცდილებას დააკვირდნენ, ყურადღება მიაქციონ აპლიკაციის დეველოპერებსა თუ გამომცემლებს და არ ჩამოტვირთონ ისინი საეჭვო შესახედაობის ვებსაიტებიდან ან უცნობი წყაროებიდან.

ასევე იხილეთ: Google-მა Play Story-ში 10 საშიში აპლიკაცია დაბლოკა — ნახეთ სია და დაუყოვნებლივ წაშალეთ

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.