თბილისის მერიის განცხადებით, დედაქალაქში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დაანონსებული ერთი თვის ნაცვლად ოთხი თვე გაგრძელდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ლტოლვილები უკრაინიდან აცხადებენ, რომ ქუჩაში რჩებიან და წასასვლელი არსად აქვთ.

  • მათივე თქმით, მერიის მიერ შეთავაზებული 300-ლარიანი დახმარებით ბინის ქირაობა წარმოუდგენელია, რადგან ყველაფერი ძვირია.
  • "დღეიდან ქუჩაში აღმოვჩნდებით. ვითხოვთ, ერთი თვე მაინც მოგვცენ იმისათვის, რათა რაიმე ვიპოვოთ", — აცხადებს ერთ-ერთი ლტოლვილი მთავარ არხთან ინტერვიუში.

რას ამბობს მერია: ისინი აღნიშნავენ, რომ პროგრამაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი დაიხარჯა.

  • განცხადების მიხედვით, უკრაინელი ლტოლვილებისთვის არსებული უფასო სერვისები: საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება ძალაში რჩება.

ხოშტარიას განცხადებით, ომის პირობებში ეს საქართველოს ხელისუფლებისგან გაუგონარი, მტრული ნაბიჯია.

  • ის ამბობს, რომ არ აპირებს ხელისუფლებისთვის რაიმეს მოთხოვნას და საზოგადოებას, ბიზნესზებს მოუწოდებს, დაუდგნენ გვერდით ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს.