რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანებას ხელი დღეს, 31 ივლისს მოაწერა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დოქტრინაში განსაზღვრულია რუსეთის სანაპირო საზღვრები, ხოლო NATO და აშშ მთავარ საფრთხეებად არიან მოხსენიებულები.

  • BBC-ს რუსული გამოცემა წერს, რომ დოქტრინაში ნათქვამია შემდეგი — "დიპლომატიური შესაძლებლობების ამოწურვის შემთხვევაში რუსეთს შეუძლია გამოიყენოს სამხედრო ძალა მსოფლიო ოკეანეში თავისი ინტერესების რეალიზებისთვის".

დეტალები: პუტინმა დოქტრინას ხელი ფლოტის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფონზე სანკტ-პეტერბურგში მოაწერა და ბრძანება დაუყოვნებლივ შევიდა მოქმედებაში. წინა დოქტრინა რუსეთს 2015 წლის 17 ივნისის ჰქონდა დამტკიცებული.

  • რუსი კრემლისტური და პროპაგანდისტული მედია ТАSS დოქტრინაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ნატოსთან ურთიერთობების განმსაზღვრელი ფაქტორი ალიანსის ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოების მიუღებლობა იქნება.
  • "რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვა მსოფლიო ოკეანეში სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია“, — ციტირებს ТASS დოკუმენტს.

Reuter წერს, რომ პუტინის განცხადებთ, 55-გვერდიან საზღვაო დოქტრინა ასახავს რუსეთის ფლოტის ფართო სტრატეგიულ მიზნებს, მათ შორის, მის ამბიციებს, როგორც "დიდი საზღვაო ძალოსას", რომელიც ვრცელდება მთელს მსოფლიოში.

  • გამოცემა საუბრობს იმაზეც, რომ პუტინს სიტყვით გამოსვლისას არ უხსენებია უკრაინის კონფლიქტი, მაგრამ სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებს "რუსეთის გეოპოლიტიკური პოზიციების ყოვლისმომცველ გაძლიერებას" შავ და აზოვის ზღვებში.

დოქტრინას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

  • "რუსეთს ეშინია შავ ზღვაში აღლუმის გამართვის, მაგრამ აცხადებს მსოფლიო ოკეანეში ბატონობის კურსს? ომის დროს უკრაინაში დაკარგა 15 გემი, მათ შორის კრეისერი მოსკვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს უფრო მცირე ფლოტი. არ ჯობია "ატლანტიდის განთავისუფლების" კურსის გავლა?".