აზოვის ბატალიონი ვიდეოს ავრცელებს, სადაც პოლკის მეთაურის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, მაიორი მიკიტა ნადტოჩი უკრაინელი ტყვეების დაბომბვაზე რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დაიბომბა კოლონია, სადაც რუსებს უკრაინელი ტყვეები ჰყავდათ, მათ შორის აზოვიდან. ადგილზე 193 ადამიანი იყო, დაბომბვას 53 უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, 75 კი დაშავდა.

  • უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ტერიტორია რუსებმა დაბომბეს, რუსული სახელმწიფო მედია კი ამას უკრაინას აბრალებს.

რას ამბობს ნადტოჩი: მეთაურის თქმით, დღეების განმავლობაში რუსეთი უკრაინის არმიაზე სიცრუეს ავრცელებდა.

  • "მინდა შევახსენო პუტინს, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი ამ ომის დანაშაულზე, ჩამომხრჩვალის სახლში თოკზე არ საუბრობენ."
  • "თავად დაისჯები შენს ჯალათებთან და საელჩოებთან ერთად. ყველაფერი ისე იქნება, როგორც გიყვართ, ყველა ცნობით და ბეჭდით, საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით. ბარბაროსთა ვერშემდგარი იმპერია განადგურდება."
  • რუსეთი თვლის, რომ მან მოკლა და გაანადგურა აზოვი, მაგრამ აზოვი ახლა მთელი უკრაინაა. ყოველი უკრაინელი შურს იძიებს ჩვენს თითოეულ წამებულ და დაღუპულ ძმაზე".

მანამდე, დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს Twitter-ზე გამოქვეყნდა ტვიტი, სადაც ეწერა, რომ აზოვის მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებდნენ.

  • "აზოვის მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებენ, არა ათეულის ცეცხლით სიკვდილს, არამედ ჩამოხრჩობით, რადგან ისინი ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან. ისინი დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ", — აცხადებს საელჩო.
  • განცხადებას თან ახლავს Twitter-ის გაფრთხილება, სადაც წერია, რომ ის არღვევს წესებს სიძულვილით აღსავსე ქცევის შესახებ, თუმცა შესაძლოა საზოგადოების ინტერესებში იყოს და ამიტომ ხელმისაწვდომი დარჩება.

აზოვის შურისძიება: გუშინ ბატალიონმა განაცხადა, რომ ნადირობას იწყებენ ყველაზე, ვინც უკრაინელი ტყვეების დაბომბვაში მონაწილეობდა.

  • აზოვის ბატალიონის დამფუძნებელმა და ეროვნული კორპუსის პარტიის ლიდერმა, ანდრეი ბელეცკიმ თქვა, რომ რუსებმა აზოვის ბატალიონი სამართლიან ბრძოლაში ვერ დაამარცხა, ამიტომ მათ განადგურებას ღალატით ცდილობს.