ამის შესახებ ლიეტუვის საელჩო საქართველოში განცხადებას ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გუდაურში პარაპლანისტების დასახმარებლად მისული ვერტმფრენი ჩამოვარდა. მედიებმა გაავრცელეს ვიდეოები, რომელშიც ვერტმფრენის აფეთქება ჩანს.

  • უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ვერტმფრენში მყოფი 8 ადამიანი. გარდაიცვალა პარაპლანის მგზავრი, ინსტრუქტორი კი დაშავდა.
  • 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

საელჩო აცხადებს, რომ უერთდება სრულიად საქართველოს გლოვის ამ მძიმე დღეს.

  • გვინდა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება გუშინ, გუდაურში სამაშველო სამსახურის თანამრომლებისა და სასწრაფო დახმარების მუშაკების ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით სამსახურეობრივი მოვალეობების ღირსეულად შესრულებისას."