შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პარაპლანებით ფრენა დიდი პრობლემაა და თითქმის კვირა არ გადის ისე, რომ სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა არ გახდეს საჭირო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გუდაურში პარაპლანისტების დასახმარებლად მისული ვერტმფრენი ჩამოვარდა. მედიებმა გაავრცელეს ვიდეოები, რომელშიც ვერტმფრენის აფეთქება ჩანს.

დეტალები: მინისტრი ხაზს უსვამს იმას, რომ საინტერესოა, თუ როგორ გაიცემა ამაზე ლიცენზია და ამის შესწავლამდე პარაპლანებით ფრენა უნდა შეჩერდეს, შესწავლის შემდეგ კი გაიცეს ლიცენზია ადამიანებზე, რომლებიც პროფესიონალები არიან.

  • გომელაურის თქმით, ამ დღეების განმავლობაში, პარაპლანების ფრენა შეჩერდება.