5 გავრცელებული შეცდომა, რომელსაც სახლის დალაგებისას ვუშვებთ
რადგან სახლის მოვლა და დასუფთავება დიდწილად რუტინული სამუშაოა, ხშირად ამ საქმეს ინსტინქტურად და დიდი ფიქრის გარეშე ვასრულებთ. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ პროცესში ბევრ შეცდომას ვუშვებდეთ — მეტიც, როცა გვგონია, რომ სახლს ვასუფთავებთ, შესაძლოა, შედეგი სულ სხვაგვარი აღმოჩნდეს ამ შეცდომების გამო. ასე რომ, მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენად გულმოდგინედ და დიდხანს ასუფთავებთ სახლს, არამედ — რამდენად ეფექტურად ასრულებთ ამ საქმეს.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ გავრცელებულ შეცდომებს, რომლებსაც ბევრი ჩვენგანი უნებურად უშვებს.
1. დაუსუფთავებელი ხელსაწყოების გამოყენება
მნიშვნელოვანია, სახლის დალაგების დაწყებამდე დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ხელსაწყოები სუფთაა. ეს ეხება არა მხოლოდ ტექნიკას, მაგალითად, მტვერსასრუტს — არამედ ჯაგრისებს, ქსოვილის ნაჭრებს, შვაბრას და სხვა. მათი გულდასმით დასუფთავება ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებელია, რადგან, ცხადია, ადვილად შეიძლება დაბინძურების წყაროდ იქცნენ.
2. ზედაპირების ღრუბლით დასუფთავება
სამზარეულოს დასასუფთავებლად არაერთი ადამიანი იყენებს ღრუბელს, რადგან სითხეს კარგად იწოვს და, ერთი შეხედვით, ზედმოჭრილია ზედაპირების დასასუფთავებლად. თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ სითხესთან ერთად ღრუბლები ადვილად ისრუტავენ ბაქტერიებს, შემდეგ კი ასევე მარტივად ავრცელებენ მათ სხვაგან. ამის გათვალისწინებით, რეკომენდებულია, ზედაპირების გადასაწმენდად მიკრობოჭკოვანი ნაჭერი გამოიყენოთ, ღრუბლებს კი მუდმივად გაუკეთოთ დეზინფექცია და ხშირად, საშუალოდ, თვეში ერთხელ მაინც გამოცვალოთ.
3. ერთი და იმავე ნაჭრის გამოყენება მთელ სახლში
მართალია, ქსოვილის ნაჭერი ღრუბელივით ვერ ისრუტავს სითხეს და ბაქტერიებს, ის არანაკლებ დამაბინძურებლად შეიძლება იქცეს. ამიტომ, მიუღებელია, სახლის ერთ ნაწილში დასასუფთავებლად გამოყენებული ნაჭერი სხვაგანაც გამოიყენოთ. აუცილებელია, კონკრეტული კუთხეების, განსაკუთრებით კი სველი წერტილებისა და სამზარეულოს დასალაგებლად ცალკე ნაჭრები იყოს გამოყოფილი, რომლებიც მუდმივად გაირეცხება. ქაღალდის ხელსახოცების გამოყენება კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთჯერადადაა რეკომენდებული.
4. დასუფთავების იატაკიდან დაწყება
დალაგებას ხშირად იატაკით იწყებენ, რაც შეცდომაა. ზედაპირების და ავეჯის დასუფთავების შემდეგ მტვერი ძირს იყრება, ამიტომ საქმეს იორმაგებთ. შესაბამისად, უმჯობესია, დასუფთავება ზემოდან ქვემოთ დაიწყოთ — ჭერით, თაროებით და ფარდის საკიდებით, შემდეგ კი ნელ-ნელა გადაინაცვლოთ იატაკისკენ, რომელსაც ბოლოს დაალაგებთ.
5. არასაკმარისი განიავება
როგორც მტვრის გადაწმენდისას, ასევე დასასუფთავებელი საშუალებების გამოყენებისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ოთახი კარგად ნიავდებოდეს. ამიტომ, დალაგების დაწყებისთანავე აჯობებს, სავენტილაციო სისტემა ჩართოთ, ან ფანჯარა გააღოთ, საქმის დასრულების შემდეგ კი ოთახი დატოვოთ და კარგად განიავების საშუალება მისცეთ.
ბონუსი: არასწორი საწმენდი საშუალებები
როგორც ვთქვით, განიავება მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ დასასუფთავებელ ქიმიურ საშუალებებს ვიყენებთ. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ, რომელ და როგორ საწმენდ პროდუქტს ყიდულობთ. უმჯობესია, ისინი იყოს ანტიალერგიული, ჰქონდეს უსაფრთხო ქიმიური შემადგენლობა, არ ახდენდეს უარყოფით გავლენას ეკოლოგიაზე და სხვა.
სტატიას წარმოგიდგენთ ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი და საწმენდი საშუალებები გერმანიიდან: fit-gmbh არის სარეცხი და საწმენდი საშუალებების მწარმოებელი კომპანია 55-წლიანი გამოცდილებით. პროდუქცია 100%-ით წარმოებულია გერმანიაში.
fit-gmbh-ის ეკო ხაზის პროდუქცია Grüne Kraft არის ყველასათვის ხელმისაწვდომი ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი და სარეცხი საშუალებები. Grüne Kraft-ის ხაზის პროდუქცია ფლობს საერთაშორისო ხარისხის და ეკოსერტიფიკატს - EU Ecolabel.
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
კომენტარები