წასულებიდან ერთ-ერთი აშშ-ის ელჩს სამი კითხვით მიმართავს. ამჯერად აინტერესებს რაზე ისაუბრეს კელი დეგნანმა და ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პარტიიდან წასულები ღიად ესხმიან თავს აშშ-ის ელჩს. ავრცელებენ პრორუსულ ნარატივს, თითქოს დეგნანი საქართველოს ომში ჩართვაზე საუბრობს.

  • თავდაპირველად ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრის შესახებ კითხვა წასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა დასვა, თან აღნიშნა, რომ ელჩს და ივანიშვილს პასუხი უნდა გაეცათ.
  • ბიძინა ივანიშვილმა კი 27 ივლისს წერილი გაავრცელა და თქვა, რომ კელი დეგნანთან შეხვედრაზე მხოლოდ ის დაწერა, რომ 21 მარტს, დაახლოებით სამი საათით ისაუბრეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია რაზე.

სუბარი ამჯერად პირდაპირ ადანაშაულებს დეგნანს, რომ ივანიშვილთან საქართველოს ომში ჩართვაზეც ისაუბრებდა და შემდეგ კითხვებს სვავს.

  • "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას, გამოთქვა თუ არა მან უკმაყოფილება ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციის გამო";

  • "ამ უკმაყოფილების ნიადაგზე, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს დაჟინებით პოლიტიკაში დაბრუნება";

  • "შეხვედრისას, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს რუსეთისთვის სანქციების დაწესება".

წასული დეპუტატის აზრით, ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა შეიძლებოდა, სხვადასხვა ფორმით ყოფილიყო გამოხატული.

  • "აგალითად, თუ კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციით გამოხატა უკმაყოფილება".
  • გამოთქვამს ვარაუდს, რომ შეიძლება, შეხვედრაზე დეგნანი სანქციების დაწესებას "მთელი დაჟინებით ითხოვდა".
  • მისივე აზრით, "როდესაც ელჩი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, ეს უკანასკნელი უკვე მძიმე შანტაჟის ქვეშ იყო მოქცეული".

კელი დეგნანმა 28 ივლისს პირდაპირ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილთან არასდროს ქონია საუბარი საქართველოს ჩართვაზე ომში, ან "შანტაჟზე", ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.

  • "ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას".