პრემიერმინისტრის თქმით, მათი გონივრული პოლიტიკით ქვეყანაში სიმშვიდეს ინარჩუნებენ და ასეთივე გონივრული პოლიტიკით ქვეყანას გააერთიანებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დე ფაქტო მთავრობა ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას აპირებს. ამ "შეთანხმებით" საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიის ნაწილი რუსეთს გადაეცემა, რაც ქვეყნის ინტერესებს აზარალებს.

  • ამასთან, ბიჭვინთის მოსახლეობა შეშფოთებულია ფაქტით, თუმცა ე.წ. პრემიერმინისტრი გადაწყვეტილებას იმით ამართლებს, რომ "შეთანხმება აფხაზეთის ინტერესებს აკმაყოფილებს".
  • ბჟანიას ბიჭვინთაზე დაწყებული კამათის გამო ერთ-ერთი შეხვედრის დატოვებაც მოუწია.
  • საქართველოს პრემიერმინისტრმა ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან პირველი კომენტარი დღეს, 3 კვირის შემდეგ გააკეთა, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება ჯერაც არ გაუკრიტიკებია.

კიდევ რა თქვა ღარიბაშვილმა: პრემიერმინისტრი ისევ იხსენებს კოდორის ხეობის საკითხს და მიანიშნებს, რომ წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია ამ ტერიტორიის დაკარგვა.

პრეზიდენტმა 26 ივლისს განაცხადა, რომ რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა.

დეტალები: ე.წ. შეთანხმება, რომელსაც მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი, გულისხმობს რუსეთის ფედერაციისთვის "სახელმწიფო აგარაკების" კომპლექსის უსასყიდლოდ გადაცემას.

  • ასევე, მიწებისა და საზღვაო აკვატორიის ნაწილის იჯარით გაცემას.
  • რუსეთს ეძლევა უფლება უსასყიდლოდ გამოიყენოს "სახელმწიფო აგარაკები # 8; 9; 10".
  • საბოლოოდ, კომიტეტის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს მისცენ რეკომენდაცია დე ფაქტო პარლამენტს, რომ მიიღონ ეს "კანონი".