On.ge-ს ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქე ქალზე, სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

დეტალები: მუხლის გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით — პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

  • ქალი თავდაპირველად ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრში შეიყვანეს. ჩვენი ინფორმაციით, ის ახლა ბათუმის რეფერალურ კლინიკაში იმყოფება.
  • ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის მენეჯერი, რევაზ ჩხიკვაძე ფორმულასთან ამბობს, რომ შეყვანისას ქალი უგონო მდგომარეობაში იყო და სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.