ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს გადაწყვეტილება ქართულ ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე წვდომის მეტ შესაძლებლობას აძლევს, რათა თანაბარ პირობებში სხვა კომპანიებს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გამართული შესყიდვების პროცესში კონკურენცია გაუწიოს.

  • "ეს არის მიღწევა და მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველო-ევროკავშირს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში და ამასთან, წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) სრულად განხორციელებისთვის", — აცხადებს საელჩო.

დეტალები: გამოცხადებული ტენდერების შესახებ მეტი ინფორმაციის მიიღება Tenders Electronic Daily-ზეა შესაძლებელი.

  • TED-ზე 27 წევრი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული საჯარო ტენდერების სრული ჩამონათვალი და მიმდინარე ტენდერების სიაა.
  • ყოველდღიურად TED ელექტრონულ ფორმატში აქვეყნებს ინფორმაციას სხვადასხვა სექტორებში გამოცხადებული 1 000-ზე მეტი ტენდერის შესახებ.
  • გადაწყვეტილება ასევე შეეხება ევროკავშირში რეგისტრირებულ კომპანიებს, რომლებსაც სრული წვდომა აქვთ საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებისთვის გამოცხადებულ ტენდერებზე.