ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა საკუთარი რეკორდი მოხსნა. მან დედამიწიდან 35 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე დაშორებულ გალაქტიკაზე დაკვირვება შეძლო. გალაქტიკა, სახელად CEERS-93316, დიდი აფეთქებიდან 235 მილიონი წლის შემდეგ არსებობდა.

ფაქტია, ვებმა ძალიან კარგად დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, ტელესკოპი მომავალშიც ბევრჯერ მოხსნის საკუთარ რეკორდს. ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა რაც ჯეიმს ვების სამეცნიერო ოპერაციები დაიწყო და გიგანტურმა ინფრაწითელმა ობსერვატორიამ უკვე მოხსნა საკუთარი რეკორდი ყველაზე შორეულ გალაქტიკის დაფიქსირების მხრივ.

გასულ კვირას ჯგუფმა გამოავლინა გალაქტიკა, რომელიც არსებობდა დიდი აფეთქებიდან 400 მილიონი წლის შემდეგ. ამ კვირაში ახალმა ანალიზმა კი აჩვენა გალაქტიკა დიდი აფეთქებიდან მხოლოდ 235 მილიონი წლის შემდეგ. ის დედამიწიდან 35 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

ჯეიმს ვები უფრო შორს იყურება, ვიდრე ოდესმე

მკვლევრებმა ედინბურგის უნივერსიტეტიდან, შეადგინეს ვების მიერ დაკვირვებული ადრეული გალაქტიკების კატალოგი, რათა გამოეკვლიათ გალაქტიკების მანათობლების ფუნქცია, რომლებიც დიდი აფეთქების შემდეგ ჩამოყალიბდა. მათ თავიდან არ ჰქონდათ დაგეგმილი ადამიანებისთვის ცნობილი ყველაზე შორეული გალაქტიკის აღმოჩენა.

ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თავიანთი კატალოგისთვის გამოავლინეს 55 შორეული გალაქტიკა, რომელთაგან 44 აქამდე არასდროს ყოფილა დაფიქსირებული. გამოვლენილ ნაშრომში მკვლევრებმა აღწერეს ახალი გალაქტიკა, სახელწოდებით CEERS-93316.

"ჩვენ ვიყენებთ ტელესკოპს, რომელიც შექმნილია ზუსტად ასეთი საქმისთვის და ეს გასაოცარია", — თქვა კალუმ დონანმა, ედინბურგის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის ასტროფიზიკის დოქტორანტმა, BBC-ისთან ინტერვიუში.

ექსპერტების თქმით, ჯეიმს ვები უახლოეს თვეებში რეკორდებს მიყოლებით მოხსნის. თუმცა, მანამდე ახლად აღმოჩენილმა გალაქტიკამ სრული სპექტროსკოპული გამოკვლევა უნდა გაიაროს.

ასეთ რეკორდულად მცირე დროში ასეთი მნიშვნელოვანი აღმოჩენები ხაზს უსვამს ჯეიმს ვების უზარმაზარ ძალას, რომელიც შექმნილია ასეთი შორეული, მკრთალი ობიექტების აღმოსაჩენად მისი ახლო ინფრაწითელი კამერის (NIRCam) გამოყენებით.

ჩვენ მხოლოდ ვების მოგზაურობის დასაწყისში ვართ, რადგან კოსმოსურმა ობსერვატორიამ სამეცნიერო ფუნქციონირება მხოლოდ რამდენიმე დღის წინ, 12 ივლისს დაიწყო. ტელესკოპის შეიქმნის ერთ-ერთი მიზეზია, რომ დააკვირდეს ადრეულ სამყაროს, დიდი აფეთქებიდან 100 მილიონი წლის შემდეგ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.