საუკუნის პროექტი — რიკოთის გზის მშენებლობა თეგეტა რენტალსის მხარდაჭერით ხორციელდება
საქართველოს ჩქაროსნული გზის მშენებლობის ერთ-ერთი გარდამტეხი პროექტი რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზებაა. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მონაკვეთის დაფარვა განახევრებულ დროში იქნება შესაძლებელი.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია, თეგეტა რენტალსი, საუკუნის პროექტის აქტიური მხარდამჭერია. კომპანიამ სამუშაოები ურთულეს გეოგრაფიულ მარშუტზე ჩაატარა, სადაც სპეციალურად პროექტისთვის საჭირო მძიმე ტექნიკის მობილიზება მოახდინა.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციადაა დაყოფილი. 51.6 კმ-იანი გზა 96 ხიდისა და 53 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. თეგეტა რენტალსმა სამუშაოები სამ სხვადასხვა უბანზე განახორციელა.
"ჩვენთვის რიკოთის საავტომობილო გზის მოდერნიზების პროექტში ჩართვა ნამვილად საამაყოა. თეგეტა რენტალსი-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია წვლილის შეტანა, სახელმწიფოს განვითარებისკენ მიმართულ მსგავს პროექტებში. ორ მთავარ მონაკვეთზე, საერთო ჯამში ჩვენი ათამდე ერთეული ტექნიკა იყო წარმოდგენილი. მათ შორის, ორი JCB-ის უახლესი ექსკავატორი, რომლითაც სამუშაოები ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ჩატარდა. უბისა-შორაპნის მონაკვეთის ურთულესი რელიეფისთვის კი თურქეთიდან XCMG-ის 130 ტონა ტვირთამწეობის ამწეკრანი ჩამოვიყვანეთ და ჩვენი გუნდის წარმომადგენლების დახმარებით სამუშაოები წარმატებით განვახორციელეთ", — აცხადებს ლევან ვარშანიძე, თეგეტა რენტალსის დირექტორი.
თეგეტა რენტალსი აქტიურად არის ჩაბმული მესამე სექციის, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მოდერნიზებაშიც, სადაც სამუშაოებს "ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი" აწარმოებს. პარტნიორობის ფარგლებში თეგეტა რენტალსი მშენებლობის პროცესში სპეციალური ტექნიკის მიწოდებას უზრუნველყოფს და გამოცდილი ოპერატორების დახმარებით პროცესებს შეუფერხებელად მართავს.
"მოგეხსენებათ, რომ რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და სამუშაობს ძალიან რთულ მონაკვეთებზე ვახორციელებთ. პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩვენთვის პრიორიტეტული იყო ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელსაც ექნებოდა შესაბამისი რესურსი მშენებლობის ბოლომდე ყოფილიყო ჩვენი პარტნიორი. თეგეტა რენტალსის წარმომადგენლებმა შეძლეს ყველა საჭირო ტექნიკით ჩვენი მომარაგება. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის გუნდი სრულად ჩაერთო პროცესებში და მათი დახმარებით, სამუშაოები დათქმულ ვადებში ხორციელდება", — ჩენგ ხიანგი, გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალის წარმომადგენელი.
რიკოთის ავტომაგისტრალის პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყო, მისი ღირებულება 2 მილიარდ ლარს აჭარბებს. პროექტი 2024 წელს უნდა დასრულდეს.
თეგეტა რენტალსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია, თეგეტა რენტალსი 2019 წელს სამშენებლო ბაზრის ხელშეწყობის მიზნით დაარსდა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ნებისმიერი სახის სამშენებლო და სპეციალური ტექნიკის იჯარას გამოცდილი ოპერატორებით, როგორც დღიური, ასევე გრძელვადიანი საჭიროებისთვის. კომპანიის საქმიანობაში შედის სპეციალური ტექნიკით მომსახურება მიწის სამუშაოებისა და ინერტული მასალების ტრანსპორტირების მიმართულებით. თეგეტა რენტალსი ბაზარზე მსოფლიო წამყვანი ბრენდების უახლეს მოდელებს წარადგენს. მათ შორის: Man, JCB.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები