მართალია, წარსულის შესახებ ძირითად ინფორმაციას ისტორიული წყაროებით ვიქმნით, თუმცა ნაკლებად ცნობილი ფოტოებიც არსებობს. სხვადასხვა ისტორიული მოვლენის ფოტო შეიძლება ყველას გვახსოვდეს, მაგრამ უფრო იშვიათი ფოტოების არსებობის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით.

სტატიაში 10 ფოტოს გთავაზობთ, რომლებიც ისტორიას სულ სხვა თვალით დაგანახებს. ფოტოები დაგარწმუნებს, რომ წარსულის ფაქტების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი დეტალი კარგად არ გცოდნია.

1. მერი კელერი პირველი ქალი იყო, რომელმაც აშშ-ში კომპიუტერულ მეცნიერებებში დოქტორის ხარისხი 1965 წელს მოიპოვა

ფოტო: Instagram

2. ლონდონელი ბებოს პირველი შეხვედრა პანკებთან 1982 წელს

ფოტო: Instagram

3. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საქორწინო ბეჭდები 1945 წელს

ფოტო: Instagram

4. ეგვიპტელი მოსწავლის 4000 წლის წინანდელი დავალება, რომელსაც მასწავლებელმა შეცდომები წითლად შეუსწორა

ფოტო: Instagram

5. ასტრონავტ ბაზ ოლდრინის პირველი სელფი კოსმოსიდან 1966 წელს

ფოტო: Instagram

6. ნიუ-იორკში შეკრებილი ადამიანები მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დანებებას აღნიშნავენ 1945 წელს

ფოტო: Instagram

7. პირველი მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცებმა თხრილში ცუგაც შეიფარეს

ფოტო: Instagram

8. 4500 წლის წინანდელი ეგვიპტური კაბა, რომელიც მძივებისგანაა აწყობილი

ფოტო: Instagram

9. დიდი დეპრესიის დროს დასაქმების მსურველთა რიგი

ფოტო: Instagram

10. და ბოლოს, სკანდინავიური ავიახაზების თვითმფრინავის მენიუ 1969 წელს

ფოტო: Instagram