საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის წარმომადგენელი კონსტანტინე სვანაძე, საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ხვალ, 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარედ, დილის ცხრა საათიდან, ხუთ ლოკაციაზე დაგეგმეს ღონისძიებები.

მისი თქმით, საპატრიარქოს ღონისძიებები ჩატარდება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარდების მოედანზე, ოპერასთან, პარლამენტის წინ და პუშკინის სკვერში. ხოლო, 13 საათიდან, ვარდების მოედნიდან, სამების ტაძრის მიმართულებით დაიწყება მსვლელობა.

2014 წელს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღედ გამოაცხადა. 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.