პატიმრობაში მყოფი სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ვრცელ წერილს ავრცელებს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართავს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: როგორც ცნობილია, გომელაურსა და გოგაშვილს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და გარდა საქმიანი კავშირისა, მეგობრობდნენ. როგორც გოგაშვილი ამბობს, მის საქმეებზე ბევრი რამ იცის.

  • ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გოგაშვილი მისი თანამდებობის დროს ქართული ოცნების არაკონიერ საქმეებზე საუბრობს.
  • მანამდე მან NGO-ებს დოკუმენტები მიაწოდა, სადაც არჩევნებში, სავარაუდოდ, საჯარო უწყებების ჩართულობა და ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის მცდელობებია ასახული.

გოგაშვილის თქმით, შემთხვევა, დაახლოებით, 6 წლის წინ მოხდა და გომელაურის დავალებითპირზე იძალადეს და დააშინეს.

  • "შენ საკუთარი ქალიშვილის საქმრო თქვენი უბნელი ამოიანი თუ შამოიანი, აღარ მახსოვს, შენს ერთგულ სუს-ის ზონდერებს, შარაძესა და "მოზგის" ტომარა ჩამოფარებული გაატაცებინე, აწამებინე და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინე", — მიმართავს გოგაშვილი გომელაურს.
  • "თან დაემუქრე თუ ჩამოვიდოდა, იარაღს ჩაუდებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქურთის სახლში შეშვება არ გინდოდა".
  • "იქამდე, სანამ მე მანდ ვიყავი, ყველა თქვენი გაფუჭებული მე მეტენებოდა. ახლა დაგიგროვდათ ნაგავი, ჩემს სახლში შემოიტანეთ და გინდათ ისევ მე შემომტენოთ?"

გარდა ამისა, გოგაშვილი წერს, რომ მისი დაკავებით ბიძინა ივანიშვილის მორიგი უკანონო დავალება შესრულდა ბრმად, ლილუაშვილისა და გომელაურის მიერ, ახლა კი ჯერი შოთაძეზე და ჩინჩალაძეზეა.

  • ის ამბობს, რომ ე.წ ოტომ, ანუ ოპერატიულ-ტექნიკურმა დეპარტამენტმა ახლაც ისე "გააქრო" მის სახლში უკანონო ნივთებისა და დოკუმენტების შეტანის კადრები, როგორც ამას ადრე, სხვა უკანონო დავალებების დროს აკეთებდა.