პეტიციას ამ დროისთვის 503 ადამიანი აწერს ხელს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბორის ჯონსონი ომის დაწყების დღიდან აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას. ის ორჯერ იყო ჩასული ქვეყანაში.

  • 7 ივლისს მან ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა და მოვალეობას ახალი პრემიერის არჩევამდე ასრულებს.
  • გასულ თვეში ჯონსონს ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა.

დეტალები: იმისთვის, რომ რადამ პეტიცია განიხილოს, 25 000 მოქალაქის ხელმოწერაა საჭირო.

  • განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბორის ჯონსონს მოქალაქეობა უკრაინისადმი განსაკუთრებული მსახურებისა და ლოიალობისთვის უნდა მიენიჭოს.
  • პეტიციაში აღნიშნულია, რომ ჯონსონის პრემიერად არჩევის შემთხვევაში ამჟამინდელი პრემიერმინისტრი პირველ მოადგილედ უნდა დაინიშნოს და შეუნარჩუნდეს შეღავათები, პატივისცემა და ხელფასი.