ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე გაზის მოთხოვნა გასული ხუთი წლის საშუალო მოხმარებასთან შედარებით 15%-ით შეამცირონ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბლოკის დამოკიდებულება რუსულ გაზზე მოსკოვს საშუალებას აძლევს ის შანტაჟისთვის გამოიყენოს.

  • უკრაინაც მუდმივად იმეორებს, რომ რუსეთი გაზს, ბუნებრივ აირს ევროპის ქვეყნების შანტაჟისთვის იყენებს და ქვეყნებს მასზე დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირებისკენ მოუწოდებს.

დეტალები: "დაზოგე გაზი უსაფრთხო ზამთრისთვის" — ასე ჰქვია ევროკავშირის გეგმას.

  • გეგმა ორიენტირებულია ბიზნესისა და საჯარო შენობების გაზის მოთხოვნის შემცირებაზე.
  • ევროკავშირის კომისია მოუწოდებს ინდუსტრიას, გადავიდეს ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე, მათ შორის ქვანახშირზე.
  • "ვიცი, რომ გადაწყვეტილება ადვილი არ იყო, მაგრამ ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს, ყველას ესმის, რომ ეს მსხვერპლი აუცილებელია", — თქვა ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, ჯოზეფ სიკელამ.

არქივიდან: მარტში ევროკავშირმა პირობა დადო, რომ მომავალ წლამდე რუსული გაზის მოხმარებას 2/3-ით შეამცირებდა.

  • ევროკავშირის მიერ რუსეთიდან იმპორტირებული გაზის საერთო ხვედრითი წილი 40%-ია. თუმცა, ევროპის ქვეყნებს შორის რუსულ გაზზე დამოკიდებულების მაჩვენებლები განსხვავებულია.