საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ გამოაქვეყნა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი წლის, კერძოდ 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე საქმიანობის ანგარიში,

რატომ არის მნიშვნელოვანი: "მდუმარე დეპუტატები" წინა წლებშც იყვნენ პარლამენტში.

  • მაგალითად 2020 წლის ქართული ოცნების პარტიულ სიაში მოხვდნენ ის დეპუტატები, რომლებსაც წინა მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ.
  • ზოგიერთი მათგანი წელს TI-ის ანგარიშშიც მოხვდა, მათ შორის — დიმიტრი სამხარაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ედიშერ თოლორაია, გოდერძი ჩანქსელიანი, ელგუჯა გოცირიძე, სამველ მანუკიანი, ირაკლი ხახუბია.

დეტალები: მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი წლის ანგარიშის მიხედვით, "მდუმარე" 21 დეპუტატიდან 10 უმრავლესობას წარმოადგენდა, 11 კი ოპოზიციას.

  • უმრავლესობა: სამველ მანუკიანი, ელგუჯა გოცირიძე, ედიშერ თოლორაია, სუმბატ კიურეღიანი, ზაალ მიქელაძე, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე;
  • ოპოზიცია: გიორგი გოდაბრელიძე, ლევან ვარშალომიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, ზურაბ ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია.
  • ხოშტარია, ჯაფარიძე და ნათელაშვილი საჯაროდ ამბობდნენ, რომ პარლამენტის საქმიანობაში არ იღებდნენ მონაწილეობას.

ყველაზე აქტიურები იყვნენ მიხეილ სარჯველაძე, შალვა პაპუაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი.

  • რაც შეეხება ოპოზიციას: ლევან იოსელიანი, ანა ნაცვლიშვილი, იაგო ხვიჩია.

ანგარიშის მიხედვით, არც სიტყვით გამოსვლის და არც საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 12 წევრს.

  • 1 უმრავლესობის დეპუტატი სუმბატ კიურეღიანია.
  • 11 ოპოზიციონერი: გიორგი გოდაბრელიძე, ლევან ვარშალომიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია.
  • საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოიყენა პარლამენტის 53-მა წევრმა.

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი წლის საქმიანობის შეფასება ეფუძნება საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს საპარლამენტო ოფისის თანამშრომლების მიერ მოკვლეული ინფორმაციის ანალიზს, პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას და პარლამენტის მიერ ორგანიზაციისთვის მოწოდებულ სტატისტიკურ მონაცემებს.