დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ეს 18-დან 24 ივლისის ჩათვლით აღწერილი მონაცემია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდები მოიხსნა, გაჩნდა განცდა, რომ პანდემია დასრულდა და ვირუსი აღარ ვრცელდება, თუმცა ასე არ არის.

  • საკოორდინაციო საბჭო და NCDC ინფიცირების მაჩვენებლებს ყოველდღიურად აღარ აახლებენ და მხოლოდ კვირაში ერთხელ ავრცელებენ ინფორმაციას.
  • ამავროულად შემცირებულია საინფორმაიო კამპანია ვაქცინაზე, შესაბამისად, ვაქცინაციის და ბუსტერ დოზის გაკეთების მაჩვენებელი.

დეტალები: NCDC-ის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში გარდაიცვალა 5 ადამიანი და გამოჯანმრთელდა — 7 508.

  • სულ ჩატარდა 74 245 ტესტი;
  • ბოლო 7-დღის დადებითობის მაჩვენებელია 13.81%,
  • ბოლო 14 დღის — 12.35%.
  • მათივე თქმით, ლეტალობა 1% არის, გამოჯანმრთელება კი — 99%.