პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ის, რაც გუშინ საზოგადოებამ იხილა, იყო ტიპული პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კობახიძე მთავარი არხის ჟურნალისტს თავს დაესხა — მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენელს დისკრიმინაციული მოტივით პირადი შეურაცხყოფა მიაყენა და მისი დამცირება ზიზღის ენით სცადა.

  • ის ჟურნალისტს ეუბნება, რომ "პირი მოიწმინდოს", რადგან ყველაფრით დაემსგავსა მის "ბელადს", რომელშიც მიხეილ სააკაშვილს გულისხმობს;
  • კობახიძე აქ არ გაჩერებულა და ჟურნალისტს, რომელიც მას დავით არახამიას შესახებ კითხვას უსვამდა, უთხრა, რომ "პოლიტიკის გამო სახე დაკარგა" და მის მიმართ სექსისტური ფრაზები გამოიყენა.

კიდევ რა თქვა პაპუაშვილმა: პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბოლო 2 დღეა ხედავენ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომლის კულმინაციაც იყო გუშინ.

  • მისივე თქმით, ეს იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული ინტრუმენტების გამოყენება მედიის საშუალებით.
  • ის ამბობს, რომ ეთიკური ჟურნალისტიკა მედიის დიდი ნაწილისთვის საერთოდ ტერმინიც კი აღარ არის.

კობახიძეს მხარს უჭერს გივი მიქანაძეც, რომელიც მსგავსი აგრესიული საქციელის ფონზე მას აქებს, პატრიოტს და გამორჩეულ ლიდერს უწოდებს და ამაყობს კიდეც მისი ხელმძღვანელობით.

  • მიქანაძე კობახიძის გამართლების მცდელობაც აქვს და ისეთ ნარატივს ატარებს, რომ ჟურნალისტი დამნაშავედ გამოიყვანოს, თითქოს არსებობს კითხვები, რომელიც მედიამ არ უნდა დასვას, რომ მმართველ გუნდში არ გაღიზიანდნენ.

კობახიძის საქციელი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და განაცხადა, რომ " ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს".

  • ამას გმობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც და აღნიშნავს, რომ აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.