მდინარაძემ კობახიძის გამართლების მცდელობა და ზიზღის ენის წახალისება ფეისბუქზე გააგრძელა
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი პარტიის თავმჯდომარის შეურაცხმყოფელი ფრაზების მაკრიტიკებლებს "ბნელი სექტის ნაწილად" მოიხსენიებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კობახიძე მთავარი არხის ჟურნალისტს თავს დაესხა — მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენელს დისკრიმინაციული მოტივით პირადი შეურაცხყოფა მიაყენა და მისი დამცირება ზიზღის ენით სცადა.
- ის ჟურნალისტს ეუბნება, რომ "პირი მოიწმინდოს", რადგან ყველაფრით დაემსგავსა მის "ბელადს", რომელშიც მიხეილ სააკაშვილს გულისხმობს;
- კობახიძე აქ არ გაჩერებულა და ჟურნალისტს, რომელიც მას დავით არახამიას შესახებ კითხვას უსვამდა, უთხრა, რომ "პოლიტიკის გამო სახე დაკარგა" და მის მიმართ სექსისტური ფრაზები გამოიყენა.
დეტალები: მდინარაძე ცდილობს წარმოიაჩინოს, რომ ირაკლი კობახიძის გაღიზიანება გამოიწვია კითხვამ "კაგებეს" აგენტის შვილის შესახებ.
- მისი თქმით, მსგავსი კითხვა არავის არ უნდა დაუსვა — აქ დეპუტატი შეურაცხყოფას აგრძელებს და აცხადებს, რომ ეს "უზრდელობის, უტიფრობის, მავნებლობის და უბინძურესი შეურაცხყოფის გარდა, უდიდესი სიბნელეა ამავდროულად";
- "და თუ მაინც ასეთის მკადრებელი ხარ, პასუხი არ უნდა გაგიკვირდეს! ვინც მხოლოდ პასუხზე "ბრაზდება", ის "ტრენდს" აყოლილი ბნელი სექტის ნაწილია, რომელიც, საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილს წარმოადგენს".
კობახიძის გამართლება მდინარაძემ მანამდეც სცადა — მისი თქმით, რომ ის რომ პოლიტიკოსი არ ყოფილიყო, ჟურნალისტები "გაცილებით მძიმე სიტყვებს დაიმსახურებდნენ".
- დეპუტატმა საკითხზე კომენტარის გაკეთებისას მედიის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა თავადაც მიაყენა.
კობახიძეს მხარს უჭერს გივი მიქანაძეც, რომელიც მსგავსი აგრესიული საქციელის ფონზე მას აქებს, პატრიოტს და გამორჩეულ ლიდერს უწოდებს და ამაყობს კიდეც მისი ხელმძღვანელობით.
- მიქანაძე კობახიძის გამართლების მცდელობაც აქვს და ისეთ ნარატივს ატარებს, რომ ჟურნალისტი დამნაშავედ გამოიყვანოს, თითქოს არსებობს კითხვები, რომელიც მედიამ არ უნდა დასვას, რომ მმართველ გუნდში არ გაღიზიანდნენ.
კობახიძის საქციელი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და განაცხადა, რომ " ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს".
- ამას გმობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც და აღნიშნავს, რომ აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.
-
გადახედვარუსთაველის გამზირი გადაიკეტა. ქალთა მარში ფოტოებში რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. ქალთა მარში ფოტოებში
-
გადახედვა"ჩვენ, Gen Z-ის დედებიც მაგრები ვართ!" — ფოტოებში: ქალთა მარში ბათუმში "ჩვენ, Gen Z-ის დედებიც მაგრები ვართ!" — ფოტოებში: ქალთა მარში ბათუმში
-
გადახედვაქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები ქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
კომენტარები