ჩვენი შინაური ცხოველები ცნობისმოყვარე არსებები არიან და ზოგჯერ სიფრთხილეც ღალატობთ, როცა საინტერესო ნივთებს გადააწყდებიან. ამის გამო მათ შეიძლება დაყნოსონ ან სულაც გასინჯონ საწმენდი თუ სარეცხი საშუალებები, რომლებიც ხშირად მათთვის საზიანოა.

დამწვრობა, დიარეა, ღებინება და ხშირად უფრო შემაშფოთებელი სიმპტომები შესაძლოა ცხოველების საწმენდ საშუალებებთან კონტაქტმა გამოიწვიოს. ამიტომ აუცილებელია, გარკვეულის სიფრთხილის ზომები დავიცვათ, რომელთაც ამ სტატიაში გაგიზიარებთ:

1. გამოიყენე ცხოველებისთვის უსაფრთხო პროდუქტები

როცა ახალი საწმენდი საშუალებების შეძენას გადაწყვეტ, ეცადე, მაღაზიაში ისეთი პროდუქტი მოძებნო, რომელიც ცხოველებისთვის ნაკლებად საზიანოა. ამაში დასარწმუნებლად, აუცილებლად წაიკითხე პროდუქტის ეტიკეტზე მისი აღწერა და შემადგენლობა.

2. გაითვალისწინე პროდუქტის ინსტრუქციები

პროდუქტის გამოყენებამდე აუცილებლად წაიკითხე ეტიკეტზე დატანილი ინსტრუქცია. ეს უსაფრთხოების წესები შენი ცხოველის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად აუცილებელია. ასევე, არ დაგავიწყდეს გამოყენებული პროდუქტის წყლით გადარეცხვა.

3. საწმენდი საშუალებები იქ შეინახე, სადაც შენი შინაური ცხოველი ვერ მიაგნებს

ცხოველისთვის საშიში პროდუქტი აუცილებლად იქ უნდა შეინახო, სადაც ის ვერ მისწვდება ან ვერ მიაგნებს. აუცილებლად გაითვალისწინე შენი ცხოველის ჩვევებიც — შეუძლია თუ არა კარადის გამოღება ან ზედა თაროზე ახტომა?

4. დროებით გაარიდე ცხოველი იმ ადგილს, სადაც საწმენდი საშუალებების გამოყენებას აპირებ

უმჯობესია იმ ოთახსა თუ კუთხეს, სადაც საწმენდი თუ სარეცხი საშუალებების გამოყენებას აპირებ, ცხოველი დროებით გაარიდო. ცხოველს დაბრუნების ნება მხოლოდ მას შემდეგ მიეცი, რაც ყველაფერი გაშრება ან წყლით გაიწმინდება.

5. გამოიმუშავე დისციპლინა

გამოიმუშავე გარკვეული ჩვევები, რომლებიც შენი შინაური ცხოველის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მაგალითად, საიმედოდ დაკეტე იმ ოთახის კარი, რომელშიც საწმენდი საშუალება გაქვს დასხმული; საწმენდი საშუალებების გამოყენებისას ყოველთვის გადარეცხე კონკრეტული ადგილი წყლით; არ დატოვო საწმენდი საშუალებები ცხოველისთვის მარტივად მისაგნებ ადგილას და ა.შ.

სტატიას წარმოგიდგენთ ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი და საწმენდი საშუალებები გერმანიიდან: fit-gmbh არის სარეცხი და საწმენდი საშუალებების მწარმოებელი კომპანია 55-წლიანი გამოცდილებით. პროდუქცია 100%-ით წარმოებულია გერმანიაში.
fit-gmbh-ის ეკო ხაზის პროდუქცია Grüne Kraft არის ყველასათვის ხელმისაწვდომი ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი და სარეცხი საშუალებები. Grüne Kraft-ის ხაზის პროდუქცია ფლობს საერთაშორისო ხარისხის და ეკოსერთიფიკატს - EU Ecolabel.